დაბეგვილი ხორცი საუცხოო სოუსში

1581

დაბეგვილი ხორცი – ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა ღორის ხორცის შემთხვევაში. ის ზალიან მარტივად მზადდება და მისგან მიღებული სასიცოცხლო ენერგია მთელი დღე გეყოფათ.

დღეს ჩვენი რედაქცია ამ კერძის რეცეპტს გაგიმრავალფეროვნებთ. დღეს ჩვენ მას კლიარში მოვამზადებთ.

როგორ მოვამზადოთ დაბეგვილი ხორცი ღუმელში

ეს რეცეპტი ძალიან განსხვავდება მისი კლასიკური ვარიანტისგან. პროცესში ჩვენ მოვამზადებთ სოუსს და გამოვიყენებთ არამარტო ტაფას, არამედ ღუმლსაც.

ინგრედიენტები

  • 600გ ღორის ხორცი
  • 6 სუფრის კოვზი საფანელი
  • 2 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი მდოგვი
  • 3 სუფრის კოვზი კეჩუპი
  • 200მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.გარეცხილი და გამშრალი ხორცი და ჭერით და დაამარილეთ.

2.ხორცი ამოავლეთ საფანელში, გადააფარეთ პაკეტი და დაბეგვეთ. ამ ხერხით საფანელი კარგად გაჯდება ხორცში. იგივე ხერხით დაამუშავეთ დანარჩენი ნაჭრები.

3.ცალკე ჯამში გააკეთეთ კლარი. ამისათვის ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და წიწაკა. ამ სითხეში ამოავლეთ ხორცი შეწვამდე.

4.ფორმირებული და შეკაზმული ხორცი შეწვით ტაფაზე. ამისათვის თითოეული მხრიდან 2-2 წუთიც საკმარისია, რადგან ხორცი ჩვენ ღუმელშიც უნდა გამოვაცხოთ.

5.ცალკე ჯმში აურიეთ კეჩუპი, მდოგვი და წყალი.

6.გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით სოუსის ნახევარი. ერთ ფენად ჩაალაგეთ სემწვარი ხორცი, ოდნავ დააშორეთ ერთმანეთს.

ხორცს მოასხით დარჩნილი სოუსი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. ყურადღებთ აკონტროლეთ ხორცი და სოუსი.

7.მითითებული დროის შემდეგ გამოიღეთ ხორცი ღუმელიდან. უგემრიელესი კერძიც მზად არის!

სოუსი ხორცს ტავისებურ გემოს ძენს. აუცილებლად მოამზადეთ და ისიამოვენთ!