როგორ მოვამზადოთ მადისაღმძვრელი ელარჯი

4413

სამეგრელო ძალიან მდიდარია რძის პროდუქტებით მომზადებული კერძებით, რომელთა შორისაა ელარჯი – ღომში ჩაზელილი ყველი; ფუჩხოლია – დაფხვნილი, ჭყინტი, ე.წ. კაზლა ყველი პიტნით ან აჯიკით; გებჟალია-ჭყინტი ყველისგან მომზადებული კერძი, რომელსაც პიტნიანი ნადუღი ემატება; მეგრული კვარები (ზოგჯერ კვერებად მოიხსენიებენ), რომელთა მოსამზადებლად უფუარ ცომში ათავსებენ გახეხილ ყველს და ხაშავენ.

გასტრონიმია დღეს ერთ-ერთ მეგრული კერძის, ელარჯის მომზადებას გასწავლით.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ სულგუნი
  • 2,5 ლ წყალი
  • 200 გ სიმინდის ფქვილი
  • 1 კგ ღერღილი

მომზადების წესი:

  1. ღერღილი კარგად გავრეცხოთ.

2. სქელკედლიან ქვაბში (სასურველია, თუჯის) ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მოსახარშად, დროდადრო ხის ჩოგნით ამოვურიოთ (ჩოგანი ბრტყელპირიანი ხის კოვზია, ჩვეულებრივი კოვზით ღომისა და ელარჯის ჩაზელა ძალიან ძნელია).

3. როცა ღერღილი მოიხარშება, დავუმატოთ სიმინდის ფქვილი.

4. ყველი თხელ ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და კარგად ამოვზილოთ ჩოგნით. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება და კარგად გაიწელება, ცეცხლიდან გადმოვდგათ.

5. ელარჯი სველი ხის ჩოგნით უნდა ამოვიღოთ თეფშებზე.

რჩევა: ელარჯს ძალიან უხდება მეგრული კუჭმაჭი, ნიგვზიანი ხარჩო და ბაჟე.

გემრიელად მიირთვით!