კარტოფილი, რომელზეც ჩემი ოჯახი გიჟდება

1976

ახლობლების გახარება გინდათ გემრიელი ვახშმით? კარტოფილი, ქათამი და ბოსტნეული – საუკეთესოდ ჟღერს! ბავშვები დამატებას აუცილებლად მოითხოვენ.

კარტოფილი და ქათამი ძალიან უხდება ბადრიჯანს, პომიდორს, ბროკოლის და ყველს.

ინგრედიენტები

  • 5-6 კარტოფილი
  • 300გ ქათმის ფილე
  • 1 ბადრიჯანი
  • 250-300გ ბროკოლი
  • 3 პომიდორი
  • 100გ ყველი
  • 80გ მაიონეზი
  • მარილი, როზმარინი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.წვრილად დაჭერით ბადრიჯანი. მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ მარილი. დაელოდეთ 20 წუთი.

გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოათავსეთ კარტოფილი.

2.დაჭერით ხორცი, გადაანაწილეთ კარტოფილზე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.ხახვი დაჭერით მრგვლად. დააქუცმაცეთ ბროკოლი, გადაანაწილეთ ხორცზე.

4.დაჭერით პომიდორი და ისიც გადაანაწილეთ.

5.მოაყარეთ ყველი და სანელებლები. მოასხით მაიონეზი თხლად.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

6.გემრიელად მიირთვით!