როგორ გამოვაცხოთ ღორის კანჭი სწორად და რასთან მივირთვათ. კერძის ექსპრეს-რეცეპტი

2810

რომელი დღესასწაულისთვისაც არ უნდა ემზადებოდეთ, ღორის კანჭისგან ყოველთვის შეიძლება არაჩვეულებრივი კერძის მომზადება. მოხერხებული დიასახლისები მას წვავენ, ხარშავენ, აცხობენ ან უბრალოდ წვნიანებში ამატებენ. მაგრამ ყველაზე ხშირად ფარშირებას აკეთებენ. ღორის კანჭი სოკოთი განსაკუთრებულად პოპულარულია: ის მუდამ გემრიელი გამოდის და მომზადების რეცეპტიც მარტივია.

მას მერე, რაც მოხარშული კანჭისგან ფრთხილად ამოიღებთ ძვალს, შეიძლება მისი ფარშირება სოკოთი. მაგრამ ეს ძალიან მარტივი იქნებოდა. ჩვენ ხახვი, სუნელები და განსაკუთრებული მდოგვიც დავუმატეთ. მოკლედ, შეუდექით მომზადებას!

 ინგრედიენტები

  • 1,2-1,5 კგ ღორის კანჭი
  • 300 გრ ღორის ხორცი
  • 300 გრ თეთრი სოკო
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 3 კვერცხის გული
  • 3 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • 2 ს.კ. მდნარი კარაქი
  • 1 ც სტაფილო
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. აადუღეთ წყალი. დაუმატეთ მარილი. მოათავსეთ კანჭი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. მოხსენით ქაფი.

2. გაყავით მწვანე ხახვი ორ ნაწილად. დაჭერით წვრილად. დაჭერით სტაფილო დიდ ნაჭრებად. კანჭს დაამატეთ დაფნის ფოთოლი, დაჭრილი სტაფილო და ერთი ნაწილი მწვანე ხახვი. მოხარშეთ ნელ ცეცხლზე 80 წუთის განმავლობაში.

3. დაჭერით სოკო და ხახვი. მოთუშეთ მდნარ კარაქში, დაამატეთ მწვანე ხახვი.  ჩაყარეთ თასში.

4. გაატარეთ ღორის ხორცი. მოთუშეთ ფარში მაღალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.

5. შეურიეთ ხახვის და სოკოს მასა ფარშს. დაამატეთ მარილი და პილპილი.

6. გამოიღეთ ძვალი მზა კანჭისგან.

7. შეურიეთ კვერცხის გული და 1 ჩ.კ. ბულიონი.

8. შეავსეთ კანჭი შიგთავსით, წაუსვით მდოგვი და მოათავსეთ საცხობ ფორმაში. გამოაცხვეთ რულეტი 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

მაშ ასე, მზა კერძთან შეგიძლიათ მიირთვათ მსუბუქი სალათი ან მოხარშული კარტოფილი. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!