ვამზადებთ სადღესასწაულო კერძს უბრალო ხორცით. ძეხვეულის ალტერნატივა

605

Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ წვნიანი წასახემსებელი უბრალო და ბიუჯეტური ხორციდან, რომელიც მაღაზიაში ნაყიდ შებოლილ ხორცსა და ძეხვზე უფრო გემრიელია. მთავარია, სწორად მიუდგეთ. მომზადების პროცესი მარტივია, მიღებული ხორცი შეგიძლიათ სუფრაზე გარნირად გაიტანოთ ან ბუტერბროდისთვის გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 2 მსხვილი ღორის კანჭი
  • 3 დამწნილებული კიტრი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • ნიახური, ოხრახუში, სტაფილო, ძირთეთრა
  • მარილი, შავი წიწაკა
  • ჟელატინი

მომზადების წესი:

1. ხორცი გარეცხეთ და ცივი წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ.

2. წყლის ადუღებისას ცილა შეიკვრება და ზედაპირზე ქაფს წარმოქმნის.

3. ეს წყალი არ გჭირდებათ, გადაასხით, ხორცი კიდევ ერთხელ გარეცხეთ.

4. სუფთა ქვაბში წყალი ჩაასხით, ხორცი მოათავსეთ. მთელი ხახვი, ნიახური, ოხრახუში, სტაფილო და ძირთეთრა დაუმატეთ.

5. გაზქურაზე დადგით და ძალიან სუსტ ცეცხლზე თავსახურის გარეშე ხარშეთ.

6. ამას 3 საათი დასჭირდება.

7. მზა ხორცი დაჩილეთ. ტყავი ფრთხილად მოაჭერით.

8. ფორმას პარკი დააფარეთ და მასზე ტყავი გაფინეთ.

9. ხორცს წრილად დაჭრილი კიტრი, დაქუცმაცებული ნიორი და დაჭრილი ოხრახუში დაუმატეთ.

10. აურიეთ და ფორმაში ტყავს დაუმატეთ.

11. ნახევარ ლიტრ ხორცის ბულიონს ჟელატინი დაუმატეთ და გააცხელეთ. მიღებული ნარევი ხორცს დაასხით.

12. კუთხეებით ხორცი დაფარეთ, თავსახური დაახურეთ და სიმძიმე დაადეთ. მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ.

გემრიელად მიირთვით!