როგორ გავხდეთ კონსერვაციის გურუ

1322
ფოტო: © Depositphotos

ზაფხული და შემოდგომა საუკეთესო დროა კონსერვაციისთვის. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხარჯავთ დიდ დროსა და ძალისხმევას, რომ ზამთრისთვის ბევრი მურაბა და მწნილები მოამზადოთ, მაგრამ ისინი მალევე ფუჭდება და მთელი შრომა წყალში იყრება.

ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, რა იწვევს კონსერვაციის დაზიანებას და როგორ აიცილოთ იგი თავიდან. ასევე აგიხსნით, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ნაცადი რეცეპტებით მოამზადოთ მწნილები და მურაბები, რათა შემდგომ არ ინანოთ გაფუჭებულ პროდუქტებზე.

 

ფოტო: © Depositphotos

კონსერვაცია ზამთრისთვის

რა არის კონსერვაციის გაფუჭების მიზეზი, როდესაც ქილების სახურავები ჰაერში ფრინავს? საქმე იმაშია, რომ კონსერვაციის პროცესში სხვადასხვა დარღვევის გამო, ქილებში ჩნდება მიკრობები. ისინი წარმოქმნიან აირს, რომელთა გამოც ქილების თავსახურები ჰაერში ვარდება.

ფოტო: © Depositphotos

როგორ ჩნდება მიკრობები მოხუფულ ქილებში? ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ქილები ცუდადაა მოხუფული ან თავსახურს რაიმე დეფექტი აქვს და ქილებში ჰაერმა შეაღწია. შუშის ქილების “კისერზე” არსებული ბზარებიც შეიძლება იყოს ამ მიკრობების გამრავლების მიზეზი.

ფოტო: © Depositphotos

ზოგიერთ შემთხვევაში კონსერვაციის გაფუჭების მიზეზი შესაძლოა იყოს მოცემული რეცეპტებისგან გადაცდენა, მაგალითად, მცირე რაოდენობის ძმარი ან ლიმონმჟავა, ან არასაკმარისი დრო ქილებისა და ხუფების სტერილიზაციისთვის. სწორედ ამიტომ, მურაბები, მწნილები, კომპოტები და სხვა მხოლოდ ნაცადი რეცეპტებით უნდა მოამზადოთ.

ძალიან ხშირად, გამოუცდელი დიასახლისების პრობლემად იქცევა ჯემისა და მურაბების ფერმენტაცია. თუ მურაბის ქილებში ბაქტერიები მოხვდნენ და ფერმენტაციის პროცესი დაიწყო, მაშინ ასეთ მურაბას დიდი ალბათობით ვეღარ გადაარჩენთ. და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ფოტო: © Depositphotos
  1. კენკრა და ხილი ცუდადაა გარეცხილი ან შერჩეული, რის შედეგადაც ქილებში მტვერი, ჭუჭყიანი ან ნიადაგის ნაწილაკები ხვდება.
  2. ქილებში გაფუჭებული ან დაზიანებული ხილი ან კენკრა ხდება, რაც ბაქტერიების წყაროდ იქცევა.
  3. მურაბებში ძალიან მცირე ოდენობის შაქარი.
  4. ხილს, რომლებიც ძალიან ცოტა ოდენობით მჟავას შეიცავენ, არ დაუმატეს ლიმონმჟავა.
  5. მურაბა არ არის კარგად მოდუღებული, რის შედეგადაც ხილსა და კენკრაში არსებული მიკრობები არ განადგურებულა.
ფოტო: © Depositphotos

ძალიან ხშირად ფუჭდება კიტრის მწნილი. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ბოსტნეული შეიცავს სიცარიელეს ბუშტუკებთან ერთად. და სწორედ ამ ჰაერში ბუდობენ ბაქტერიები, რომლებიც შემდგომში ფერმენტაციას იწვევენ. ამიტომ, ძმრის ან ლიმონმჟავის არასაკმარისი რაოდენობა იწვევს მწნილების გაფუჭებას.

და იმისათვის, რომ ასეთი კონსერვაციის გაფუჭების რისკები მინიმუმამდე დაიყვანოთ, უმჯობესია კიტრი მაშინვე მოხუფოთ, როგორც კი დაკრეფთ მათ, სანამ ჰაერი მოახერხებს მათ ფორებში შეღწევას. ასევე, კონსერვაციამდე კიტრი უნდა ჩაალბოთ 2-3 საათით, რათა წყალმა შეავსოს ბოსტნეულში არსებული სიცარიელე.

ფოტო: © Depositphotos

კარგი იქნება, თუ კონსერვაციამდე ყოველ ეტაპზე ხელებს საპონით დაიბანთ. ხოლო ქილების სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ არა სუფთა წყალი, არამედ საკვებ მარილით გაჯერებული (1 ლ წყალში 400 გრ მარილი).

დაიცავით კონსერვაციის ეს წესები და ყურადღებით მიჰყევით ინსტრუქციას ნაცადი რეცეპტებისგან, შემდეგ კი თქვენ მიერ მომზადებული კონსერვების მარაგი სრულიად უსაფრთხო იქნება.