რატომ უნდა დავუმატოთ ბრინჯი სირნიკებს

1334

თუ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ხართ, სირნიკების მომზადებისას, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. ამ მეთოდით მომზადებული სირნიკები ტაფაზე აღარ დაეკრობა და აღარ დაიფშვნება.

სირნიკები ბრინჯით

ეს რეცეპტი კარგია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ასეთი სირნიკები იდეალურია ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უყვარს ფაფები. გვერწმუნეთ, თქვენი შვილები ვერ მიხვდებიან, რომ სირნიკებში ბრინჯიც ურევია.

მეორეც, ბრინჯის სირნიკების მომზადება გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვეულებრივის.

ჩვენ ამ რეცეპტში მოხარშულ ბრინჯს გამოვიყენებთ, თუმცა, თქვენ ასევე შეგიძლიათ სირნიკებში ბრინჯის ფქვილი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ხაჭო
  • 2 ს.კ. ბრინჯი
  • 2 ს.კ. მანანის ბურღული
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. თავდაპირველად გაწურეთ ხაჭო.

2. ნახევრად მოხარშეთ ბრინჯი, შემდეგ კი ცივ წყალში გარეცხეთ.

3. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი, ვანილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ კი ფქვილი და მანანის ბურღული დაუმატეთ. ბოლოს აუცილებლია დაუმატოთ ბრინჯისა და ხაჭოს ნაზავი. ახლა კი მოზილეთ ცომი.

4. ძეხვივით გაახვიეთ ცომი და დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად. მიეცით მათ სირნიკების ფორმა.

5. სირნიკები თავდაპირველად მსუბუქად შეწვით ორივე მხარეს, შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ იგი.

ასეთ სირნიკებს ძალიან უხდება მურაბა ან არაჟანი.