საოცრად ფაფუკი ვაშლის ბლინები

1058
Stack of russian pancakes, pancakes with apple filling, apples with sugar syrup, spoon in bowl on wooden table

ევროპული სამზარეულოს საუკეთესო დესერტის ტიტული, მარტივად შეგვიძლია გადავცეთ ვაშლის ბლინებს. ჩვენს ქვეყანაში ეს კერძი არ სარგებლობს დიდი პოპულარობით, მაგრამ ევროპაში ძალიან სახელგანთქმულია. ამბობენ, რომ ამ დესერტის მომზადების ორი კანონიერი ვარიანტი არსებობს: გერმანული და ლატვური. გერმანული ვარიანტი ძალიან გავს ფუნთუშას, ხოლო ლატვური ვარიანტი გვთავაზობს საოცრად ფაფუკ ბლინებს.

არ დავკარგოთ დრო და ახლავე მოვამზადოთ ეს უგემრიელესი ბლინები, მითუმეტეს ამ დესერტისათვის საჭირო ინგრედიენტები ნებისმიერ მაცივარში მოიძებნება. დაგვჭირდება რძე, კვერცხი და ვაშლი.

რაც შეეხება ვაშლს. ცვენი დესერტისტვის უმჯობესია გამოიყენოთ რბილი ჯიში. ამისათვის საუკეთესოა ზამთრის ვაშლი და პაპიერი. ამ ვაშლების წყალობით თქვენი დესერტი იქნება ძალიან აომატული. ძალიან კარგი მიზეზია ექსპერიმენტებისათვის.

ინგრედიენტები შეგროვებულია, ყველაზე ტკბილი ვაშლი მოკრეფილია, რაც ნიშნავს, რომ დროა შევუდგეთ ბლინების მომზადებას. ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უმარტივეს ეტაპობრივ რეცეპტს, რომლის მეშვეობითც ძალიან მარტივად მოამზადებთ ბლინებს.

როგორ გამოვაცხოთ ბლინები

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კვერცხი
  • 125მლ ნაღები 20%
  • 75მლ რძე
  • 30გ კარაქი
  • 80გ ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2გ მარილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1 ვაშლი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 50გ შაქრის ფხვნილი
  • თაფლი და არაჟანი გემოვნებით

მომზადება

1.ნაღები, რძე და კარაქი გადაიტანეთ ჯამში და მოათავსეთ მიკროტალღურში 30-40 წუთით. ამასობაში განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული.

2.მიკროტალღურში მოთავსებული მასა ჩაასხით ქვაბში. დაუმატეთ შაქარი, კვერცხი გული და ენერგიულად მოურიეთ ხელის სათქვეფით.

3.ცილა და მარილი ათქვიფეთ აქაფებამდე. რძიან მასას დუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ფრთხილად მოურიეთ.

4.ზედ მასას დაახეხეთ ვაშლი. ისევ მოურიეთ. ცომს დაუმატეთ ცილა.

5.განიერ ტაფას წაუსვით მცენარეული ზეთი და დაასხით 4 სუფრის კოვზი ცომი. ბლინები გამოაცხვეთ მათ ზედაპირზე ბუშტუკების წარმოქმნამდე. ფრთხილად გადმოაბრუნეთ და გამოაცხვეთ კიდევ 30 წუთი.

6.მზა ბლინებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და დარიჩინი. ამ დესერტს ძალიან უხდება არაჟანი და თაფლი.

ეს საოცარი კერძი ერთი შეხედვით ნაცნობია, მაგრამ დიდ სიახლეს შემოიტანს თქვენს საოჯახო მენიუში. რაც მთავარია არ უნდა დათვალოთ კალორიები და უნდა დატკბეთ უჩვეულო ცომითა და ვაშლით, რომელიც ძალიან უხდება ცხელ ჩაის.

ეს უჩვეულო დესერტი ძლაინ მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს. გემრიელად მიირთვით!