ხაჭოს ნამცხვარი – უარს ვერავინ ამბობს

447

უმარტივესი ხაჭოს ნამცხვარი, რომელიც 20 კაცსაც კი დაანაყრებს. არანაერი განსხვავებული ინგრედიენტები არ დაგჭირდებათ მის მოსამზადებლად. უგემრიელესი და უფაფუკესი გამოდის.

დამწყები დიასახლისებიც კი მარტივად გაუმკლავდებიან ამ ამოცანას.

ინგრედიენტები

  • 140გ კარაქი
  • 300გ ფქვილი
  • 140გ შაქრის ფხვნილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1კგ ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • 240გ შაქრის ფქვნილი
  • 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 750მლ რძე
  • 2 შეკვრა პუდინგი

1.მოვამზადოთ ცომი. ათქვიფეთ ღრმა ჯამში მოათავსეთ 2 კვერცხი, შაქრის ფხვნილი, კარაქი და კარგად მოურიეთ.

2.მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ჯამში და შემდეგ გადმოიტანეთ მაგიდაზე.

3.საცხობ ფორმაში ჩააფინეთ გაბრტყელებული ცომი. ამოუყვანეთ პატარა კუთხეები, არ შეგეშინდეთ თუ ცომი თხელი მოგეჩვენათ – ეს ნორმალურია.

4.ხაჭოს გულსართის ჯერი მოვიდა. ხაჭოს დაუმატეთ 3 კვერცხი, შაქრის ფხვნილი, ლიმონის წვენი, რძე და პუდინგი. დააბლენდერეთ. მზა გულსართი მოასხით ცომს.

5.გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

შაქრის ფხვნილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ შაქრით. პიკანტურობისთვის გამომშრალი ხილის და ქიშმიშის დამატება შეგიძლიათ.

გემრიელად მიირთვით!