მაწვნის წვნიანის რეცეპტი

3804

ლეგენდის თანახმად, რუსი კაზაკების წყალობით, სომხურმა წვნიანმა “ტანაპურმა” მიიღო მეორე სახელი-“სპასი”. ეს მე-19 საუკუნეში მოხდა. ერთ წვიმიან ღამეს რუსმა კაზაკებმა ერთ ჩვეულებრივ სომხურ სახლში გადაწყვიტეს დარჩენა.

სტუმართმოყვარეობის კანონების თანახმად, მასპინძელმა მოულოდნელ სტუმრებს ნოყიერი, გემრიელი წვნიანი შესთავაზა, რომელიც დიდი ხანია მზადდება ყველა სომხურ ოჯახში.

გაყინულმა კაზაკებმა მიირთვეს წვნიანი და თქვეს: “შენ გადაგვარჩინე ძმაო, ნამდვილად გადაგვარჩინე”. ისე მოხდა, რომ უკვე 200 წელია ტანაპური, ან “სპასი” სიცივისგან, შიმშილისგან და სიცხისგან არჩენს ადამიანებს.

წვნიანი სპასი

ორიგინალური რეცეპტით, წვნიანი გაზავებული მაწვნით მზადდება, რომელიც რძისგანაა დამზადებული და მჟავე გემო აქვს. იგი ცნობილია მთელს კავკასიაში და ერთდროულად ჰგავს კეფირს, სქელ და თხევად იოგურტს.

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. ძავარი (ხორბალი)
  • 200 გრ მაწონი
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 50 გრ ქინძი
  • 1 ჩ.კ. კარაქი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. ძავარი-ეს გახლავთ მარცვლეულის ორიგინალური სომხური ტიპი, რომელიც დამზადებულია სპეციალური წვრილად გრანირებული ხორბლისგან. მოხარშეთ ძავარი (ხორბალი), ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრინჯი ან ღერღილი.

2. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი ფქვილთან ერთად.

3. დაუმატეთ წყალში გაზავებული მაწონი, დაადგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივად მოურიეთ, სანამ არ მოდუღდება.

4. წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით კარაქში.

5. წვნიანს დაუმატეთ ხახვი, მოხარშული ხორბალი და მარილი. მოურიეთ და ადუღეთ 10 წუთი.

6. კარგად გარეცხეთ და დაჭერით მწვანილი.

7. დაუმატეთ წვნიანს დაჭრილი მწვანილი და კიდევ 5 წუთი ადუღეთ. გადმოდგით წვნიანი ცეცხლიდან და და დაუმეთ კარაქის პატარა ნაჭერი.

8. მაწვნის წვნიანი მწვანილით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ზამთრობით ტანაპურს ცხელ მდგომარეობაში მიირთმევენ, ზაფხულობით კი-ცივად. ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ცნობილი წვნიანია, რომელსაც სომხეთში ამზადებენ.