პომიდვრის სალათი სომხურად

698

პომიდვრის სალათი სომხურად ნამდვილად მოგეწონებათ. შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა სანელებლები და გააუმჯობესოთ გემო.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 500გ
  • ზეითუნის ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • ვაშლის ძმარი 1 ჩაის კოვზი
  • მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • ხმელი სუნელი 1-2 ჩაის კოვზი
  • მწვანილი 30გ
  • ნიორი 1-2 კბილი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გმოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ და დაჭერით პომიდორი მრგვლად. ნაჭრები მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და შაქარი.

2.პატარა ჯამში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, მდოგვი, ძმარი და მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი.

3.პომიდოი ფენებად მოათავსეთ ქილაში. თითოეულ ფენას მოაყარეთ სანელებლები და მოასხით სოუსი.

4.ცოტა ჩაჭყლიტეთ პომიდორი, რათა გაუშვას წვენი. სალათი მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი. მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!