ქათმის ფილე ლიმონით და ვაშლით

1481
Grilled chicken breast served with salad

ხორცპროდუქტებს შორის, მაინც გამორჩეულად ქათმის ხორცი მიყვარს. ეს არის მარტივად ხელმისაწვდომი და ძალიან გემრიელი პროდუქტია, რომლის მომზადებასაც ცოტა დრო სჭირდება.

ქათმის ფილე ვაშლით

ქათმისგან მრავალი კერძი მზადდება. უბრალოდ მოხარშული ფილეც კი ძალიან გემრიელია და რაც მთავარია სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ქათმის ხორცით მზადდება განუმეორებელი სალათები.

ქათმის ფილე ვაშლით მე დიდიხანია მომწონს და ხშირადაც ვამზადებ. მზადდება მარტივად და დიზაინიც ძალიან ორიგინალური აქვს.

ინგრედიენტები:

  • 2 ქათმის ფილე
  • 1 დიდი ლიმონი
  • 150მლ ვაშლის წვენი
  • 2 საშუალო ზომის ვაშლი
  • 3 კბილი ნიორი
  • 40გ კარაქი
  • ბეგქონდარას პატარა კონა
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 ჩაის კოვზი სანელებლები
  • მარილი

მომზადება

1.მოამზადეთ ფილე: კარგად გარეცხეთ და ორივე მხრიდან ჩაჭერით, რამდენიმე ადგილას.

2.ლიმონიც გარეცხთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. არ დაგავიწყდეთ თესლის ამოცლა.

3.ნიორი დაჭერით წვრილ ფირფიტებად.

4.დაჭერით საშუალო ნაჭრებად კარაქი. ვაშლს მოაშორეთ თესლი და დაჭერით მრგვლად.

5.ფილეზე არსებულ ჭრილობებში მოათავსეთ ბექონდარა, კარაქი და ნიორი.

6.თითოეული ჭრილობა დაფარეთ ვაშლით.

7.გამოსაცხობ ფორმაზე მოათავსეთ ფილე, ხოლო დარჩენილი ადგილები შეავსეთ ვაშლით და ლიმონით. მოასხით ვაშლის წვენი.

8.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

9.ამავდროულად მოამზადეთ თაფლის სოუსი მარილით და სანელებლებით.

10.25 წუთის შემდეგ, გამოიღეთ ფილე ღუმელიდან და წაუსვით სოუსი. გამოაცხვეთ კიდევ 10 წუთი.

ამ კერძის მომზადება არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას და დროს. ამ კერძით ძალიან მარტივად გააოცებთ სტუმრებს.ამ კერძს გარნირად ძალიან მოუხდება წიწიბურის ფაფა.

გემრიელად მიირთვით!