პომიდვრის, კიტრის და წიწაკის ფერადი სალათი ზამთრისთვის. მარინადის მოხარშვა საჭირო არაა

320

ზაფხულში ორგანიზმს ვიტამინებით ვამდიდრებთ. მზე, ახალი ბოსტნეული, აქტიური დროის გატარება და დასვენება გვეხმარება, რომ ერთი წლის ენერგიით წინასწარ დავიმუხტოთ. სიცივის დავიწყებაც არ შეიძლება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სეზონური ბოსტნეულით ვიტამინებით მდიდარი სალათის კონსერვი მოამზადოთ.

ამ ფერადი კონსერვის მოსამზადებლად ცოტა მოსავალს ყოველთვის ვინახავ. გულწრფელად რომ გითხრათ, ზამთრის მოსვლას ყოველთვის ვერ ველოდები. ქილებს უკვე სექტემბერში ვხსნი. სწორედ ამიტომ, მაშინვე კიტრის და პომიდვრის სალათის ბევრი კონსერვის მომზადებას გირჩევთ.

როგორ მოვამზადოთ პომიდვრის, კიტრის და წიწაკის ფერადი სალათი ზამთრისთვის

ბოსტნეულის სალათის რეცეპტი მომწონს იმით, რომ მარინადის მოხარშვა საჭირო არაა. ბოსტნეული საკუთარ წვენში მწნილდება. ამ მეთოდით ბოსტნეულის წასახემსებელი ძალიან არომატული და სასარგებლო გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ ხახვი
  • 1 წითელი წიწაკა
  • 9 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მარილი
  • 6 ჩ/კ ძმარი
  • 700 გ კიტრი
  • 2 კგ პომიდორი
  • 3 კონა ოხრახუში
  • 150 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 6 ჩ/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. ბულგარულ წიწაკას თესლი მოაშორეთ და ნახევარ რგოლებად დაჭერით.

2. კიტრი რგოლებად დაჭერით, ხახვი – ნახევარ რგოლებად, პომიდორი – ნაჭრებად.

3. წითელი წიწაკა რგოლებად დაჭერით და თესლთან ერთად დარჩენილ ბოსტნეულს დაუმატეთ.

4. ნიორი და ოხრახუში მსხვილად დაჭერით, სხვა პროდუქტს დაუმატეთ.

5. ბოსტნეულს და მწვანილს მზესუმზირის ზეთი დაასხით, მარილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ. ასორტი ნახევარი საათით გააჩერეთ.

6. სალათი ქილებში გადაანაწილეთ და დარჩენილი წვენი დაასხით.

7. თითოეულ ქილას 1 ჩ/კ შაქარი და 1 ჩ/კ 9%–იანი ძმარი დაუმატეთ.

8. ქილებს თავსახური დაახურეთ. პირსახოცჩაფენილ ქვაბში ჩააწყვეთ. წყალი დაასხით და ქილები ცეცხლზე გაასტერილეთ.

ბოსტნეულის წასახემსებლის ინგრედიენტების რაოდენობა 0,5 ლ მოცულობის 6 ქილაზეა გათვლილი. ზამთრის სუფრაზე საზაფხულო ვიტამინების ქონაზე უკვე ახლა იზრუნეთ. წასახემსებელი ხორციან ცხელ კერძებს, ბოსტნეულის გარნირს, მარცვლეულს და მაკარონს იდეალურად უხდება.