უგემრიელესი ნიგვზიანი ქადები

2196

ძალიან გემრიელი ცხობილა.

რამდენიმე დღის შემდეგაც ინარჩუნებს ახლის გემოს.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • კარაქი 200გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • არაჟანი 200გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სოდა 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ნიგოზი 200გ
  • შაქარი 200გ
  • კარაქი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. თავდაპირველად მოვამზადოთ ცომი.
  2. გაყინული კარაქი ჩახეხეთ ჯამში.
  3. დაუმატეთ შაქარი და მარილი, ხელით კარგად გადაურიეთ.
  4. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი.
  5. დაუმატეთ არაჟანი და სოდა, ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
  6. კვერცხის მასა დაუმატეთ ფქვილის მასას.
  7. მოურიეთ კოვზით, ხოლო შემდეგ კი ხელით მოზლიეთ.
  8. ცომი მოათავსეთ ფქვილიან მაგიდაზე, დაამუშავეთ ხელით.
  9. მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად, მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 30-40 წუთი.
  10. სანამ ცომი მაცივარშია მოამზადეთ შიგთავსი.
  11. დაფხვენით ნიგოზი.
  12. დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ.
  13. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და თხლად გააბრტყელეთ.
  14. ცომი არ უნდა იყოს 3მმ სქელი.
  15. ცომს წაუსვით კარაქი.
  16. ზემოდან მოაყარეთ შიგთავსი.
  17. დაახვიეთ რულეტისებურად.
  18. რულეტს წაუსვით კვერცხი და დაჭერით.
  19. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე მოათავსეთ დესერტი.
  20. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!