ორიგინალური სენდვიჩისებური ტორტი

1171

კულინარია – არის ხელოვნება, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ამიტომაც დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ძალიან ორიგინალურ კერძს, რომელიც გამოიყურება ორიგინალურად და ამავდროულად ასოცარი გემოც აქვს. ეს კერძი ნამდვილად დაამშვებნებს თქვენს საახალწლო მაგიდას.

თუ თქვენ მაზად ხართ საოცარი შედეგისთვის დაიხარჯოთ, მაშინ ეს რეცეპტი სწორედაც, რომ თქვენთვისაა. ტორტს შეიძლება ასეთი სახეც მივცეთ და ტკბილის ნაცვლად გამოვიყვანოთ საოცრად პიკანტული და არომატული. ამ კერძის შემადგენლობაშ შედის ორი სახის თევზი, ავოკადი, ნაღების ყველი და პირშუშხა, ამიტომაც მზად იყავით განსხვავეული გემოებისთვის.

ინგრედიენტები

  • პური 500გ
  • რძე 200მლ
  • ავოკადო 3 ცალი
  • ორაგული 150გ
  • კალმახი 300გ
  • ლიმონის წვენი 50მლ
  • მწვანე ხახვი 90გ
  • ნიორი 1 კბილი
  • პირშუშხას ფესვი 250გ
  • ნაღების ყველი 100გ
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • თეთრი წიწაკა გემოვნებით
  • ხახვი
  • კიტრი 1 ცალი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1.გაასუთავეთ ავოკადო, მოაშორეთ თესლი და დაჭერით. დააბლენდერეთ ავოკადო, მწვანე ხახვი, ლიმონის წვენი და ნიორი, მოაყარეთ შავი წიწაკა.

2.ორაგული დაჭერით წვრილად, უმჯობესია აიღოთ ცივად შებოლილი ორაგული. თევზს დაუმატეთ ავოკადის მასა. პირველი შიგთავსი მზად არის.

3.დაჭერით შებოლილი კალმახი, ხახვი და პირშუშხას გასუფთავებული ფესვი დააბლენდერეთ, დაუმატეთ ნაღების ყველი. შიგთავსს მოაყარეთ თეთრი წიწაკა და კარგად მოურიეთ. მეორე შითავსი მზად არის.

4.პურს მოაჭერით კუთხეები. ამ კერძისთვის დაჭრილი ჭვავის პური საუკეთესოა. ორცხობილის ფორმებით ამოჭერით პური.

5.თეფშს გადააფარეთ პაკეტი და მასზე დაალაგეთ ოთხი ნაჭერი პური. შემდეგ დაიწყეთ კერძისაწყობა: პირველი – ავოკადოს სოუსი, პური, კალმახის და პირშუშხას შიგთავსი და ასე შემდეგ. თითოეული პურის ფენა გაჟღინთეთ რძით. ზემოდან მოათავსეთ პურის ფენა და შეახვიეთ პაკეტში. დარჩენილი შიგთავსი დეკორისთვის გამოგადგებათ.

6.ტორტს დაადეთ პატარა სიმძიმე და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.

7.მოხსენით პაკეტი და გადმოაბრუნეთ ამოჭრილი ფორმებით ზემოთ.

8.დეკორისთვის ტორტის სიმარლის შესაბამის ზომაზე დაჭერით კიტრი.

9.ტორტს გვერდიდან წაუსვით დარჩენილი შიგთავსი და მიამაგრეთ კიტრის ნაჭრები. გააფორმე მწვანილით.

ამ კერძის შემთხვევაში არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების ჩატარება. ჩემი აზრით არა ნაკლებ გემრიელი გამოვა სკუმვბრიით. ფრთხილად იყავით მარილთან, რადგან თევზი მაინც თავისებურად მარილიანია. მოიფიქრეთ და შექმენით დიზაინები. გემრიელად მიირთვით!