მარტივად მოვამზადოთ ხაჭოს ორცხობილა

1073
Gingerbread cookies on christmas eve table. Closeup.

საახალწლო დღესასწაულები უკან მოვიტოვეთ, მაგრამ მაინც გვინდა გემრიელი ტკბილეულის დაგემოვნება. რა ჯობია კომფორტულ სავარძელში ცხელ სასმელთან და ორცხობილასთან ერთად მოკალათებას. დღეს ჩვენ მოვამზადებთ უგემრიელეს ორცხობილას.

ასეთი ტკბილეული მზადდება ძალიან მარტივად, ხოლო მთავრდება უფრო სწრაფად. მის მოსამზადებლად თუ გამოიყენებთ ლამაზ საკონდიტრო ფორმესბს, ამით ბავშვებს ძალიან გაახარებთ.

ინგრედიენტები

  • 200გ ხაჭო
  • 100გ კარაქი
  • 100გ ყავისფერი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარ ( მოსაყრელად)
  • კვერცხი
  • კვერცხის გული
  • 0,25 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 140გ ფქვილი

მომზადება

1.მოამზადეთ ინგერდიენტები, ხოლო კარაქი გამოიტანეთ ოთახის ტემპერატურაზე, რათა გალღვეს. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

2.ხელის სათქვეფით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი.

3.კარაქს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ხაჭო და კვერცხი.

4.მოზილეთ ცომი. თუ ცომი იქნება წებოვანი, მაშინ დაუმატეთ ფქვილი.

5.თხლად გააბრტყელეთ ცომი, სისქე დაახლოებით 5-7მმ. ფორმებით ამოწერით ორცხობილა, მოათვსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე. ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ ყავისფერი შოკოლადი.

6.გამოაცვხეთ 15-20 წუთი. გემრიელად მიირთვით!

ხაჭოს ორცხობილა ღუმელში ძალიან კარგი დ ამარტივი ვარიანტია, როცა რაიმე ტკბილი გინდა. ის ძალიან მოეწონებათ ბავშვებს.

შაქრის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ინგრედიენტი. ეს დესერტი ძალიან უხდება ყავას და ჩაის.