კლასიკური კრემ-ბრულეს საუკეთესო რეცეპტი

1411

ჩემი პირადი აზრი: ფრანგული სამზარეულოს ყველაზე გემრიელი დესერტი კრემ-ბრულეა! ხომ გაგიგიათ: “ყველაფერი გენიალური მარტივია”-ო, ეს ამ რეცეპტსაც ეხება.

ინგრედიენტები: 

  • 1 ვანილის ჩხირი
  • 2 ფინჯანი (500 მლ) მაღალპროცენტიანი ნაღები
  • 5 დიდი კვერცხის გული
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ დემერარას შაქარი

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 150 გრადუსზე. აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2.
  2. 125 მლ  მოცულობის ექვს ყალიბს წაუსვით ცხიმი.
  3. ნაღებს დაუმატეთ ვანილის ჩხირის გული. დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  4. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დადგით 1 საათით.
  5. კვერცხის გულები და შაქარი გათეთრებამდე ათქვიფეთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე, რომ კრემის სისქისა გახდეს.
  6. ნელ-ნელა დაასხით ნაღები გოგლიმოგლს, ურიეთ ხის კოვზით, მიღებული ერთგვაროვანი მასა გაწურეთ და ყალიბებში ჩაასხით.
  7. ღრმა საცხობ ტაფაში ჩაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ კრემ-ბრიულეს ყალიბებს შუამდე მოადგეს.
  8. აცხვეთ 35-40 წუთი. გამომცხვარ ნუგბარს შუაგული რბილი უნდა დარჩეს.
  9. ყალიბები ამოიღეთ და გასაგრილებლად 1 საათით დადგით ოთახის ტემპტერატურზე. დააფარეთ ხუფი და შედგით მაცივარში 6 საათით მაინც.
  10. სუფრაზე მიტანის წინ კრემ-ბრიულეს თავზე თანაბრად მოაყარეთ დემერარას შაქარი, გვერდები შეუსწორეთ. მობრაწეთ მოსაბრაწით ან ყალიბი ჩადგით ცივწყლიან ტაფაში და 3-5 წუთის განმავლობაში დატოვეთ გახურებულ გრილის ქვეშ, ვიდრე შაქარი კარამელად არ იქცევა.
  11. სუფრაზე მიიტანეთ მომზადებისთანავე ან მაცივარში გააცივეთ და მოგვიანებით მიირთვით.