ოლივიეს ნაცვლად. მორთული სალათი „წყლის კურდღელი“ ლორით

404

2023 წელი წყლის კურდღლის წელია, რომელსაც შესაბამისად უნდა შეხვდეთ. სადღესასწაულო სუფრაზე თემატური წასახემსებელი გაიტანეთ. ასე სტუმრების გაოცებას ნამდვილად შეძლებთ. მორთული სალათი „წყლის კურდღელი“ საუკეთესო ვარიანტია. წასახემსებლის ორიგინალური გარეგნობა ბევრს აღაფრთოვანებას.

როგორ მოვამზადოთ სალათი „წყლის კურდღელი“ სადღესასწაულო სუფრისთვის

ამ კერძის გემო უფრო მდიდრული რომ გახდეს, ახალი კიტრის ნაცვლად მწნილი დაუმატეთ. ხახვი შაქრით, მარილით და ძმრით წინასწარ შეგიძლიათ დაამარინადოთ და შემდეგ სალათს მოაყაროთ. ასე პიკანტურ წასახემსებელს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 350 გ ლორი
  • 1 კიტრი
  • მარილი გემოვნებით
  • 150 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 კონა კამა
  • ზეთისხილი გემოვნებით
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 1 ხახვი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 350 გ ხმელი ყველი
  • 3 ს/კ მაიონეზი

მომზადების წესი:

1. კიტრი კარგად გარეცხეთ. ხახვი გაწმინდეთ. ბოსტნეული და 200 გ ლორი პატარა კუბებად დაჭერით.

2. კარგად მოხარშული კვერცხი გახეხეთ. კამა გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. მზა ინგრედიენტებს აურიეთ.

3. 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი დაუმატეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ. სიმინდი და მაიონეზი დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.

4. სალათი დიდ თეფშზე გადაიტანეთ. კურდღლის ფორმა მიეცით. სალათს ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ, ოდნავ ჩატკეპნეთ.

5. დარჩენილი ლორი გასაფორმებლად დაჭერით. მისგან ყვავილები გააკეთეთ და სალათს დაადეთ.

6. ლორიდან და ყველიდან მინიმუმ 6 მმ სისქის ყურები გააკეთეთ. კბილის ჩხირები გაუყარეთ.

7. იმპროვიზებული ყურები სალათში ჩაარჭეთ. ზეთისხილები გაჭერით და მათგან თვალები გააკეთეთ. ლორიდან პატარა სამკუთხედი ცხვირისთვის გამოჭერით.

ახლა კურდღელი ყვავილებით შეგიძლიათ გააფორმოთ. იგივე ინგრედიენტები დაგჭირდებათ: ლორი, ყველი, ზეთისხილი და კამა. თეფშზე ახალი ოხრახუში, ზემოდან კიტრიდან გამოჭრილი ვარსკვლავი დადეთ. ძალიან ლამაზი გამოვა.