დღეს უგემრიელესი ნაღები კარაქის მომზადებას გასწავლით. რეცეპტი უმარტივესია და სულ რაღაც 5 ინგრედიენტს საჭიროებს. მზადდება ძალიან სწრაფად, დაახლოებით ნახევარ საათში. ამ ნაყინის მომზადების შემდეგ, ნაყინს მაღაზიაში აღარასდროს შეიძენთ!
ინგრედიენტები:
- 400 გრამი შაქარი
- 1 ლიტრი რძე
- 100 გრამი კარაქი
- 1 ჩაის კოვზი სახამებელი
- 5 ცალი კვერცხი
მომზადების წესი:
1. რძე პატარა ქვაბში ჩაასხით და ნელ ცეცხლზე შემოდგით. შემდეგ თბილ რძეში დაჭრილი კარაქი მოათავსეთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ.
2. ცალკე გადაურიეთ შაქარი, სახამებელი და კვერცხის გულები. ინგრედიენტები ერთგვაროვნებამდე ათქვიფეთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი რძეც დაუმატოთ.
3. ადუღებულ რძეში ნელ-ნელა ჩაასხით კვერცხის გულების მასა და პარალელურად ურიეთ. ნარევი კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ცივ წყალში ჩადგით. ურიეთ სანამ არ გაცივდება.
4. როდესაც ნარევი ბოლომდე გაცივდება, კიდევ ერთხელ აურიეთ და ფორმებში გაანაწილეთ. შემდეგ შედგით საყინულეშიდ ა გაყინეთ.
ნაყინი მზადაა. ის შეგიძ₾იათ ხილთან, კენკრასთან, შოკოლადის ან ქოქოსის ფანტელთან ერთდ მიირთვათ. გემრიელად მიირთვით!