გამომცხვარი ხურმა. სულ რაღაც 30 წუთი გაშორებთ ამ ზამთრის ყველაზე გემრიელი კერძისგან

1375

მას ხშირად უწოდებენ ვაშლის კონკურენტს, როცა საქმე ორგანიზმის გაწმენდასა და რკინის შემადგენლობას ეხება. გვიან შემოდგომით და ზამთარში ხურმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. ზოგისთვის ეს გახლავთ გემრიელი ხილი, ზოგისთვის კი გასახდომი საშუალება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ რეცეპტის წაკითხვის შემდეგ მისი გამოყენების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს შეიტყობთ.

ხურმაში გამომცხვარი ხორცი განსაკუთრებული მოტკბო ხილის გემოთი გამოირჩევა. სცადეთ და დატკბით.

ინგრედიენტები

  • 6 ც ხურმა
  • 200 რ ღორის ხორცი
  • 3 ს .კ.ზეთი
  • 20 გრ ჯანჯაფილი
  • ძირა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოაცილეთ ფოთლები ხურმას, ამოიღეთ რბილობი ისე, რომ კედლების სისქე 1 სმ იყოს.
  2. დაჭერით ხორის ხორცი პატარა ნაჭრებად.
  3. გაფცქვენით ჯანჯაფილი და ნიორი. დაჭერით ძალიან წვრილად. გახურებულ ტაფაზე ზეთში შეწვით 30 წამის განმავლობაში. გადაიღეთ თეფშზე.
  4. იმავე ზეთში შეწვით ხორცი, აცადეთ სანამ გაცივდება და დააქუცმაცეთ დანით.
  5. დაყარეთ ტაფაზე ხურმის რბილობის ნახევარი, შეწვით 3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დაქუცმაცებული ხორცი, მარილი, ძირა. შეავსეთ ხურმის ნაყოფები შიგთავსით. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. კერძი მზადაა.

ხურმის დესერტები რომ გემრიელია, ყველამ ვიცით. ხორცისა და ხილის შეხამება კი საოცრად გემრიელი გემოების პალიტრას ჰქმნის. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს.