ნაზი იტალიური ტორტი „საყვარელი“ მინიმალური ინგრედიენტებიდან

389

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ნაზი იტალიური ტორტის „საყვარელს“ დეტალურ რეცეპტს. დიდხანს ფუსფუსი არ მოგიწევთ. ყველაფერს უახლოეს მაღაზიაში იპოვით! რეცეპტით დაკონსერვებული ატამია საჭიროა. ტორტი უფრო პეროგს ჰგავს, მაგრამ იტალიელები ტორტს უწოდებენ.

ინგრედიენტები:

  • 100 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 8 გ ვანილი
  • 100 გ შაქარი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 200 გ ფქვილი (+3 ს/კ)
  • 12 გ გამაფხვიერებელი
  • 150 გ ატამი სიროფში
  • 50 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. კვერცხი და 50 გრამი შაქარი აქაფებამდე ათქვიფეთ. რძე და მცენარეული ზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. მიქსერით ათქვიფეთ.

3. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი ფორმაში ჩაასხით.

4. დაკონსერვებული ატმიდან სიროფი გადაასხით. ატამი თხელ ნაჭრებად დაჭერით. ცომში წრიულად ჩააწყვეთ.

5. ცალკე თასში რბილი კარაქი, 3 ს/კ ფქვილი, 50 გ შაქარი და 8 გ ვანილი აურიეთ ისე, რომ ნაფშვენი მიიღოთ. ახლა პეროგს ზემოდან მოაყარეთ.

6. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. მზა პეროგს შაქრის ფხვნილი უხვად მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!