იტალიელი კონდიტერი ლუკა მონტესიო ტირამისუს საფირმო რეცეპტს გვიზიარებს

902

ტორტი ტირამისუ სახლის პირობებში მარტივად შეიძლება მომზადდეს. ამ რეცეპტის ავტორია იტალიელი კონდიტერი ლუკა მონტესიო.

ინგრედიენტები

  • 500გ მასკარპონე
  • 400მლ ცხიმიანი ნაღები
  • 250მლ ესპრესო
  • 50გ კაკაო
  • 200გ შაქრის ორცხობილა

კრემისთვის

  • 8 კვერცხის გული
  • 300გ შაქარი
  • 100მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ესენცია

მომზადება

1.საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხის გული. პარარელურად მოამზადეთ სიტოპი წყლისგან და შაქრისგან. მზა სიროპი ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხის მასა და მაქსიმალურ სიჩქარეზე ათქვიფეთ.

2.კვერცხის კრემი გვერდზე გადადეთ და დაიწყეთ ნაღების თქვეფა. ცალკე ჯამში დაარბილეთ მასკარპონე, დაუმატეთ კვერცხის გულის მასას და მოურიეთ. დაუმატეთ ნაღები და მოურიეთ.

3.მოადუღეთ ყავა და გააგრილეთ. ორცხობილა დაალბეთ ყავაში და გადაანაწილეთ ფომრაში. წაუსვით კრემი და ისევ ორცხობილა გადაანაწილეთ, ამ მეთოდით უნდა ააწყოთ დესერტი. შეინახეთ მაცივარში 5 საათი. მოაყარეთ კაკაო.

გემრიელად მიირთვით!