პურის უგემრიელესი რეცეპტების კრებული – ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!

850

ძალიან დიდიხანი ვყიდულობდი პურს მაღაზიაში. შეფუთული პური რამდენიმე დღეში დაობებას იწყებდა. მიწევდა საერთოდ გაუჭრელი პურის გადაგდება. გადავწყვიტე აღარ მეყიდა და თავად გამომეცხო სახლში. საფუარიან ცომთან ვერ ვმეგობრობ, ამიტომაც უსაფუარო ცომით ვამზადებ. ძალიან გემრიელი და ფაფუკი გამოდის.

უსაფუარო ცომი სახლის პირობებში

პური “სოფლის”

ინგრედიენტები

  • 1კგ ფვილი
  • 1ლ წყალი
  • 2,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

  1. გააცხელეთ წყალი 40 გრადუსზე. გაცერით ფქვილი, მოასხით თბილი წყალი.
  2. ჯამს დააფარეთ თავსაფარი და დატოვეთ ცომი 6-8 საათი.
  3. ამ დორის გასვლის შემდეგ, ცომს დაუმატეთ მარილი და 250გ ფქვილი. ერთგვაროვანი ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმაში და დააფარეთ ხელსახოცი.
  4. დატოვეთ 1 საათი თბილადგილას.
  5. გამოაცხეთ 60-90 წუთი 150 გრადუსზე.

სენდვიჩის პური

ინგრედიენტები

  • 450გ ხორბლის ფქვილი
  • 350გ სიმინდის ფქვილი
  • 300გ საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 250გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. ორივე სახის ფვილი შეურიეთ ერთმანეთს და დაუმატეთ საფუარი. დაუმატეთ არაჟანი, შაქარი, კვერცხი. მოზილეთ ერთგვაროვანი და ელასტიური ცომი.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით ზეითუნის ზეთი.
  3. პური გამოაცხეთ 60 გრადუსზე 4 საათი. შემდეგ 190 გრადუსზე 40 წუთი.

ფუნთუშები კეფირზე

 

ინგრედიენტები

  • 750გ ფქვილი
  • 600გ ქატო
  • 500მლ კეფირი
  • 100მლ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

  1. ფქვილს დაუმატეთ ქატო, სოდა და მარილი.
  2. კეფირს დაუმატეთ მცენარეული ზეთი. მშრალი და სველი მასები შეაერთეთ და მოზილეთ ცომი.
  3. ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად.
  4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი.
  5. გამოაცხეთ ფუნთუშები 200 გრადუსზე 15 წუთი. გადმოაბრუნეთ და გამოაცხეთ კიდევ 15 წუთი.

სამარხო პური 

ინგრედიენტები

  • 250გ ხორბლის ფქვილი
  • 100გ ჭვავის ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი ქატო
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 100მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი ძმარი
  • 5გ მშრალი მწვანილი
  • შავი დაფქული წიწაკა
  • ნიროი

მომზადება

  1. ფქვილს დაუმატეთ შაქარი, წიწაკა, მარილი, ქატო, ზეთი.
  2. მოზიელთ ცომი, ნელ-ნელა დაუმატეთ წყალი.
  3. გააქტიურეთ სოდა და დაუმატეთ ცომს.
  4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი.
  5. მოათავსეთ ცომი ფორმაში. ზემოდან გააფორმეთ ნივრით და მწვანილით, მოაყარეთ წიწაკა და მარილი.
  6. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

პურის ფირფიტები

ინგრედიენტები

  • 300გ ფქვილი
  • 150მლ წყალი
  • მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი ძმარი
  • 1 კვერცხი

მომზადება

  1. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ მარილი. ჩააღრმავეთ ფქვილი, დაუმატეთ ძმარი, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.
  2. მოზილეთ რბილი ცომი და დაელოდეთ 10 წუთი.
  3. გაყავით ცომი თანაბარ ნაწილებად, გააბრტყელეთ თითოეული.
  4. მოათავსეთ ფორმაზე და წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  5. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15- 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!