მწყემსების ღვეზელი წარმოადგენს ხორცისა და კარტოფილის პიურეს მობრაწულას. წარმოშობით ჩრდილოეთ ინგლისიდანაა, სადაც ოდითგანვე მეცხვარეობას ეწეოდნენ. Shepherd’s pie-ს ცხვრისა და ბატკნის ხორცისგან ამზადებდნენ.
დღეს ჩვენ გთავაზობთ მოამზადოთ მობრაწულა ინდაურის ფარშისგან. სიმარტივის მიუხედავად, კერძი არომატული, მადისაღმძვრელი და გემრიელი გამოდის, შეგიძლიათ თამამად დაამშვენოთ სადღესასწაულო სუფრა. ეს გახლავთ კერძი ორი ერთში: ხორცი და გარნირი.
ინგრედიენტები
- 500 გრ ინდაურის ფარში
- 5-6 ც კარტოფილი
- 2 ც ხახვი
- 2 ც სტაფილო
- 150 გრ მაგარი ყველი
- 1 ც ნიახური
- 200 მლ რძე
- 2 ს.კ. ფქვილი
- ბეგქონდარა გემოვნებით
- როზმარინი გემოვნებით
- ბაზილიკი გემოვნებით
- 2 ს.კ. ზეთი
- 10 გრ კარაქი
- მარილი, შავი პილპილი გემმოვნებით
მომზადება
- გათალეთ, დაჭერით და მოხარშეთ კარტოფილი ოდნავ მარილიან წყალში.
- ფარშს დაუმატეთ ყველა სუნელი, მარილი, ნახევარრგოლებად თხლად დაჭრილი ხახვი და კარგად მოურიეთ.
- გახეხეთ სტაფილო, დაჭერით წვრილად ნიახური, მოთუშეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ ფარში.
- 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ, დააფარეთ თავსახური და კიდევ 5 წთ მოამზადეთ.
- კარტოფილს დაუმატეთ რძე და გახეხილი ყველი, მოამზადეთ პიურე.
- საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ფარში, ზემოდან წაუსვით პიურე. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით.
მზა მობრაწულას სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილი. მიირთვით მსუბუქ სალათებთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!