ზოგი ახლა იწყებს გამოცდილების შეძენას და ეძებს საუკეთესო რეცეპტებს. ამ რეცეპტისთვის სასურველია გამოვიყენოთ გრძელი, მომწვანო ფერის წიწაკა, რომელიც სიცხარით არ გამოირჩევა.
ინგრედიენტები:
- 5 კგ წიწაკა
- 500 მლ ზეთი
- 1 ლ ძმარი
- 1 ჭიქა შაქარი (სურვილისამებრ)
- 1/2 ჭიქა მარილი
- 2 კონა ნიახური
- 300 გ ნიორი
- 5 ცალი დაფნის ფოთოლი
- 10 მარცვალი შავი პილპილი
მომზადების წესი:
- წიწაკა გავასუფთაოთ და წვერები ჩავუჭრათ. გავრეცხოთ მწვანილი, შევამშრალოთ და დავჭრათ წვრილად ნიორთან ერთად.
- ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, ჩავყაროთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები. კარგად მოვურიოთ და ავადუღოთ. ამ მასაში ნაწილ-ნაწილ მოვშუშოთ წიწაკები, 5-10 წუთის განმავლობაში.
- ბოლოს იმავე ზეთიან ქვაბში ერთად ჩავყაროთ წიწაკები, დაჭრილი მწვანილი და ნიორი. კარგად ამოვურიოთ, წამოვადუღოთ, მჭიდროდ ჩავაწყოთ მინის ქილებში და მოვხუფოთ.