ხაჭოს განუმეორებელი დესერტი – უმარტივესად!

551

ტკბილის გარეშე არ შემიძლია სიცოცხლე. მიხარია, როცა შემიძლია მომზადებასთან ერთად დავაგემოვნო ჩემი დესერტები და არ მეშინია გასუქების. ამ იდეალური გეგმის განხორციელებაში ეს რეცეპტი მეხმარება!

უზომოდ ნაზი და არომატულია. ის შეიცავს, მხოლოდ 2 სუფრის კოვზ შაქარს. საჭიროა ხაჭო, 3 ბანანი, შვრიის ფანტელი და შვი ქლიავი. მზადდება 15-20 წუთში.

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 100გ შვრიის ფანტელი
  • 40გ შავი ქლიავი
  • 100მლ რძე
  • 1 ბანანი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 350გ ხაჭო
  • 2 ბანანი
  • 200გ არაჟანი
  • 15გ ჟელატინი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 100მლ წყალი

მომზადება

1.ფუძისთვის საჭირო ინგრედიენტები დააქუცმაცეთ ბლენდერში.

2.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ მასში ცომი.

3.გამოაცხეთ ფუძე 180 გრადუსზე 7-10 წუთი.

4.შიგთავსის მოსამზადებლად დიდ ჯამში მოათავსეთ ბანანი, ხაჭო და შაქარი. დაუმატეთ არაჟანი და ისევ დააბლენდერეთ. ცხელ წყალში გაალღვეთ ჟელატინი, მოურიეთ და გააგრილეთ. ჟელატინი დაუმატეთ ხაჭოს მასას და ისევ მოურიეთ ბლენდერით.

5.შიგთავსი მოასხით ფუძეს და შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

ხაჭოს დესერტი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!