ვაშლის დესერტი “დედოფლის მარგალიტი” , რომელიც შარლოტკას მარტივად ჩაანაცვლებს

534

არაჟანი, ვაშლი და ცომი. ეს იმ ინგრედიენტთა სიაა, რომლის დახმარებითაც იქმნება შეუდარებელი დესერტი. იმდენად მარტივია, რომ ბავშვიც კი გაუმკლავდება მის მომზადებას.

ინგრედიენტები

  • 300გ ფენოვანი ცომი
  • 3 ვაშლი
  • 2-3 კვერცხი
  • 3-4 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი
  • შაქარი და დარიჩინი
  • ვანილი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.გაასუფთავეთ ვაშლი.

2.მოაჭორეთ გული და დაჭერით.

3.დაჭერით ფენოვანი ცომი, დაახლოებით 4 ნაწილად უნდა გაყოთ.

4.დაჭრილი ცომი ჩააფინეთ ფორმაში.

5.ზემოდან გადაანაწილეთ ვაშლის ფენა შაქრით და დარიჩინით.

6.ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ კიდევ ორჯერ. ბოლო ფენა უნდა იყოს ცომის.

7.კვერცხს დაუმატეთ არაჟანი, სახამებელი, შაქარი და ვანილი.

8.მიღებული მასა მოასხით ფორმას. დაელოდეთ 20 წუთი, რათა ცომი თანაბრად გაიჟღინთოს.

9.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

10.დაახლოებით 30-40 წუთი.

11.გაგრილებული ნამცხვარი გადმოიტანეთ ფორმიდან.

12.გააფორმეთ შაქრის ფხვნილით და სასურველი ინგრედიენტებით.

გემრიელად მიირთვით!