ეს გახლავთ უნივერსალური რეცეპტი, რომლის მომზადება ნებისმიერი კენკრითა და ხილით შეგიძლიათ, რაც სახლში მოგეპოვებათ. დღეს ჩვენ გთავაზობთ მოამზადოთ ორცხობილა “კოცნა” გარგარის შიგთავსით.
მათი მომზადება ძალიან მარტივია, თუმცა, ცომის ასაფუებლად ცოტაოდენი დრო გჭირდებათ. სწორედ ამის წყალობით გამოდის ორცხობილა ასეთი ჰაეროვანი, ფაფუკი და ხრაშუნა.
ინგრედიენტები
- 2 ჩ.კ. საფუარი
- 50 მლ წყალი
- მწიკვით მარილი
- 1 ც კვერცხი
- 100 გრ არაჟანი
- 1 ს.კ. შაქარი
- 400 გრ ხორბლის ფქვილი
- 200 გრ კარაქი
- 1 ც კვერცხის გული
- 1 კგ გარგარი
მომზადების წესი
1. თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი და შაქარი, მოურიეთ.
2. მშრალ თასში ჩაყარეთ 3/4 ფქვილი, დაუმატეთ კარაქი და ხელით მოურიეთ.
3. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი, კვერცხის გული და გახსნილი საფუარი, მოზილეთ ცომი. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და კვლავ მოზილეთ.
4. გადაიტანეთ ცომი პაკეტში, გაკოჭეთ და მოათავსეთ მაცივარში თუნდაც 3-4 საათით, ან მთელი ღამით.
5. გაასუფთავეთ გარგარი და გაჭერით 4 ნაწილად.
6. მაგიდაზე ფქვილი მოაყარეთ და გადაიტანეთ მასზე ცომის ნახევარი, მეორე ნახევარი კი კვლავ მაცივარში მოათავსეთ.
7. გაიყვანეთ ცომი 2-3 მმ სისქის ფირფიტად. ჭიქის მეშვეობით წრეები გამოჭერით
8. თითოეულ წრეზე მოათავსეთ გარგარის ერთი ნაჭერი და ზემოდან ცომის მეორე წრე გადააფარეთ.
9. კიდეები ორივე მხარეს შეაწებეთ, ცენტრი კი ღია დატოვეთ.ორცხობილას ერთი კუთხე შაქარში ამოსვარეთ და საცხობ ლანგარზე დაალაგეთ ისე, რომ შაქრიანი ნაწილი ზემოთ იყოს.
10. გამოაცხვეთ ორცხობილა 180 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ორცხობილა არც თუ ისე ტკბილია, გირჩევთ სუფრაში გატანამდე ზემოდან შაქრის პუდრი მოაყაროთ. გემრიელად მიირთვით!