მწვანე ლობიო – საუკეთესო გარნირი ხორცისთვის და თევზისთვის

750

მწვანე ლობიო არასოდეს მომბეზრდება. ჩემი აზრით უნივერსალურ პროდუქტთა სიაში საპატიო ადგილი უნდა ეჭიროს. მისი მომზადება უმარტივესია, ინახება საყინულეში და არ ფუჭდება.

ეს კერძი თურქული ელემენტებით იწონებს თავს. რამოდენიმე ინგრედიენტი დაგვჭირდება, ამიტომ მისი გამრავალფეროვნება თქვენი გემოვნებითაც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 1კგ მწვანე ლობიო
  • წყალი
  • 750-1000გ პომიდორი
  • ხახვი, ნიორი
  • სანელებლები
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი. მწვანე ლობიოს მოაჭერით ბოლოები და ჩაყარეთ წყალში. თუ მარცვლები გადმოიპნევა ამაში არაფერი საშიში.

2.აიღეთ პომიდორი და დააბლენდერეთ.

3.ღრმა ქვაბში მოათავსეთ პომიდორი, შემდეგ ლობიო, დაუმატეთ მარილი, შაქარი და სასურველი სანელებლები. თუ მასის გათხელება გინდათ, მაშინ მოასხით ცოტა წყალი. მოხარშეთ დაახლოებით 50-60 წუთი. ხშირად ურიეთ პროდუქტს.

4.კერძი მზად არის. შეგიძლიათ გადაანაწილოთ პოლიეთილენის პაკეტებში და გაყინოთ საყინულეში. ლობიო ძალიან უხდება ხორცს და ზღვის პროდუქტებს.

ყურადღებიან მკითხვლებს ალბათ გაუჩნდათ შეკითხვა: რაში გვჭირდება ნიორი და ხახვი? გაყინული პროდუქტი გალღვობის შემდეგ მძაფრი გემოთი არ ხასიათდება. ამიტომაც უნდა დაუმატოთ მოთუშული ნიორი და ხახვი.

გემრიელად მიირთვით!