4 ბისკვიტის ფენა – 4 სხვადასხვა გემო. ჩემი საყვარელი ტორტი „ქალური კაპრიზი“

555

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ტორტის „ქალური კაპრიზის“ რეცეპტს. მას მრავალფეროვანი გემო გამოარჩევს, თითოეული ფენა თავისი შემავსებლით ცხვება. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე საცხობი ფორმა გაქვთ. ტორტი 4 ბისკვიტის ფენისგან შედგება, შიგთავსად მიწისთხილი, ყაყაჩო, ქოქოსის ფანტელები და ქიშმიში გამოიყენება. შეგიძლიათ სეზამით, ჩირით, სხვა კაკლით ჩაანაცვლოთ. უბრალოდ გემოების აფეთქება გამოდის, უკმაყოფილო არავინ დარჩება.

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 200 გრ ფქვილი
  • 2 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 0,5 ჭიქა შემწვარი მიწისთხილი
  • 0,5 ჭიქა ქიშმიში
  • 0,5 ჭიქა ქოქოსის ფანტელები
  • 1 ს/კ ყაყაჩოს თესლი

კრემის ინგრედიენტები:

  • 400 გრ 26%–იანი არაჟანი
  • 4 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ. ყაყაჩოს 10 წუთით ცხელი წყალი დაასხით. მიწისთხილი და ქიშმიში დანით მსხვილად დაჭერით.

2. ნახევარ–ნახევარ ულუფა მოზილეთ, ანუ ერთდროულად 2 ბისკვიტის ფენა გამოაცხვეთ. 3 კვერცხი ათქვიფეთ. სასურველია, რომ კვერცხი ოთახის ტემპერატურის იყოს. ნახევარი შაქარი დაუმატეთ.

3. მოცულობის გაზრდამდე და გაღიავებამდე მიქსერით ათქვიფეთ. საერთო ნორმის ნახევარი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ფხვიერი ინგრედიენტები აუცილებლად გაცრილი უნდა იყოს.

4. ნიჩბით ან კოვზით აურიეთ, ჰაეროვნება შეინარჩუნეთ. ნახევარი ცომი გვერდზე გადადეთ. შემავსებელი დაუმატეთ, ქიშმიშით დავიწყოთ.

5. აურიეთ და საცხობ ფორმაში მოათავსეთ. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ კულინარიული რგოლი (20 სმ დიამეტრი). ძირში პერგამენტი ან ფოლგა დააფინეთ, არაფრის წასმა არ სჭირდება.

6. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-17 წუთით აცხვეთ. ასე ოთხივე ფენა დააცხვეთ. უსწორმასწორო ზედაპირები გაასწორეთ. ნაფხვენი ღუმელში გაახმეთ, დააქუცმაცეთ და მოსაყრელად გამოიყენეთ.

7. კრემისთვის არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ.

8. ტორტი კულინარიულ რგოლში ააწყვეთ. თითოეულ ფენას კრემი წაუსვით. ნებისმიერი წესით დააწყვეთ, როგორც თავად მოგწონთ.

9. მთელი ღამე მაცივარში გასაჟღენთად შეინახეთ. კულინარიული რგოლი მოხსენით.

10. სურვილისამებრ გააფორმეთ. მაგალითად, ათქვეფილი ნაღებით.

11. ტორტი „ქალური კაპრიზი“ მზადაა. მინიმუმ 2 საათით გასაჟღენთად გააჩერეთ. უკვე შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!