ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ყველიანი და ხაჭოიანი ჩხირების რეცეპტს, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.
ინგრედიენტები
- 180 გრ ხაჭო
- 140 გრ ყველი
- 1 ც ქათმის კვერცხი
- 2-3 ს.კ. ხორბლის ფქვილი+ფქვილი გასაზავებლად
- ნახევარი კონა მწვანე ხახვი
- მარილი გემოვნებით
- უსუნო, მზესუმზირის ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი
- წვრილად დახეხეთ ყველი.
- თასში მოათავსეთ ხაჭო (მნიშვნელობა არ აქვს ცხიმიანობას, მთავარია არ იყოს ძალიან წვნიანი) და შეურიეთ მას დახეხილი ყველი.
- ხაჭოსა და ყველს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ კამა და ოხრახუში).
- აუცილებლად დაუმატეთ მწვანილი, რადგან იგი კერძს არომატს მატებს. ასევე არომატისა და პიკანტური გემოსთვის შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი.
- მშრალ ნაზავს დაუმატეთ 1 ც ქათმის კვერცხი და ჩანგლით აურიეთ ყველაფერი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი (იგი ხელზე ცოტატი უნდა ეკრობოდეს).
- მაგიდაზე მოაბნიეთ ცოტაოდენი ფქვილი, აიღეთ ერთი ს.კ. ყველიანი ცომი და ფქვილში ამოსვარეთ, შემდეგ კი მიეცით მილის ფორმა. კერძს შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მისცეთ სურვილისამებრ.
- კარგად გააცხელეთ ტაფა და დაასხით 2 ს.კ. რაფინირებული მცენარეული ზეთი.
- წასახემსი ჩხირები ორივე მხარეს შეწვით ზეთში, სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს. ტაფას თავსახური არ დაახუროთ.
- ბრტყელ თეფშზე დაალაგეთ სალათის ფურცლები და ზემოდან დააწყვეთ შემწვარი ყველიანი და ხაჭოიანი ჩხირები.
- უფრო პიკანტური გემოსთვის ყველიანი ჩხირებისთვის მოამზადეთ სოუსი. მდნარი ყველი კარგად გააცივეთ (უკეთესი იქნება, თუ იგი პაპრიკით იქნება) და შემდეგ წვრილად დახეხეთ.
- დახეხილი ყველი ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ 100 მლ რძე, 1 ს.კ. არაჟანი (ცხიმის პროცენტულობას მნიშვნელობა არ აქვს), მარილი და პილპილი გემოვნებით.
- ნაზავი მოადუღეთ და მუდმივად მოურიეთ. სოუსი უნდა იყოს სქელი, ერთგვაროვანი კონსისტენციის. მიირთვით იგი ცივ მდგომარეობაში.