საახალწლო რულეტი მანდარინით

1692

საახალწლო რულეტი ფქვილის გარეშე – ეს არი ის დესერტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს მაგიდაზე! თქვენ ამ კერძით აუცილებლად გააოგნებთ სტუმრებს.

ეს რულეტი წარმოუდგენლად სწრაფად მზადდება, რაც მთავარია მის ინგრედიენტებს შორის ახალი წლის სიმბოლო მანდარინია. საახალწლო რულეტი არა მარტო გემრიელი და ნაზია, არამედ შექმნილი ახალი წლისთვის.

ინგრედიენტები

  • მანდარინი 7 ცალი
  • მანდარინის წვენი 225მლ
  • კვერცხი 5 ცალი
  • სახამებელი 80გ
  • მზესუმზირის ზეთი 60გ
  • ლიმონის ქერქი 1 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი 30მლ
  • ვანილის ექსტრატი 1 ჩაის კოვზი
  • ნაღები 400მლ

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ კრემი. ამისათვის 80 შაქარს დაუმატეთ 20გ სიმინდის სახამებელი, მოასხით მანდარინის წვენი და მოურიეთ. უნდა გამოგივიდეთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი და 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის ქერქი.

2.კრემი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ, შეუჩერებლად ურიეთ, სანამ არ იქცევა სქელ მასად. შემდეგ გადააფარეთ პაკეტი და დატოვეთ გასაგრილებლად.

3.შემდეკ კი მოვამზადოთ ცომი. კვერცხის ხილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა ათქვიფეთ მარილტან ერთად, დაუმატეთ 40გ შაქარი და ათქვიფეთ აქაფებამდე.

4.კვერცხის გულს დაუმატეთ ვანილი და 40გ შაქარი, ათქვიფეთ მასის აფუებამდე და აქაფებამდე.

5.დაუმატეთ 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა და მოურიეთ. ასევე დაუმატეთ 30გ სახამებელი და მურიეთ. შემდეგ, მორევის პარალერულად დაუმატეთ კიდევ 30გ სახამებელი. ეს მასა კარგად გადათქვიფეთ ცილის მასასთან. თანდათათან დაუმატეთ მცენარეული ზეთი და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე.

6.გამოსაცხობი ფირფიტა ამოფინეთ პერგამენტით და დაამუშავეთ ზეთით. მასზე მოათასეთ ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ მთელს ზედაპირზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.

7.ათქვიფეთ ნაღები და მანდარინის მასა ერთგვაროვნებამდე.

8.მანდარინი გაასუფთავეთ და დაანაწევრეთ. ბისკვიტს წაუსვით კრემი, მის ერთ მხარეზე მოათავსეთ მანდარინები და ზემოდან წაუსვით კრემი.

9.პერგამენტის დახმარებით დაახვიეთ რულეტი და რამდენიმე საათის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში. შემდეგ მოხსენით ქაღალდი და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ტკბილი კრემის და მანდარინის შერწყმა, არავის დატოვებს გულგრილს. რულეტი შეგიძლიათ გააფორმოთ შოკოლადით ან პიტნის ფოთლებით. გემრიელად მიირთვით!