როგორ მოვამზადოთ ქამა სოკო

1251

წელს ძალიან ბევრი სოკო დავკრიფე, ძალიან გახარებული ვარ. ერთი სული მაქვს მზადებას შევუდგე.

მე ხშირად ვამზადებ კრემ-სუპს, მაგრამ ახლა მომინდა ჩემი და სოკოს ურთიერთობა გავამრავალფეროვნო.

ფარშირებული სოკო ბეკონით

ინგრედიენტები

  • 6 სოკო
  • 100გ ყველი
  • 200გ ბეკონი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.სოკოს მოაშორეთ ფეხი, დაჭერით კუბიკებად, ქუდები შეინახეთ შიგთავსისთვის.

2.ბეკონის ნაწილი დაჭერით და შეწვით ზეთში. დაუმატთ დაჭრილი სოკო, მარილი და შეწვით.

3.სოკოები ამოავსეთ მიღებული მასით, მოაყარეთ მარილი და ყვეილი. გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

4.შემოახვიეთ ბეკონი და შეწვით 180 გრადუსზე 10 წუთი.

სოკოს სალათი ქათმის ხორცით

ინგრედიენტები

  • 300გ სოკო
  • 1 ხახვი
  • 5 კვერცხი
  • 300გ ქათმის ფილე
  • 1 კიტრი
  • 100გ კარტოფილი ფრი
  • 150გ მაიონეზი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი
  • ოხრახუში
  • პომიდორი ჩერი

მომზადება

1.დაჭერით ხახვი კუბიკებად, მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე.

2.მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით კუბიკებად. თეფშის ძირას დაყარეთ ხორცი, მოაყარეთ მარილი, მოასხით მაიონეზი და მოურიეთ. დატკეპნეთ.

3.გადაანაწილეთ კიტრი და სოკო. წაუსვით მაიონეზი.

4.მოხარშეთ კვერცხი და გახეხეთ, მოაყარეთ სალათს, წაუსვით მაიონეზი.

5.ზემოდან გადაანაწილეთ კარტოფილი, პომიდორი და მწვანილი.

სოკოს ნამცხვარი ქათმით

ინგრედიენტები

  • 100გ კარაქი
  • 5 კვერცხი
  • 200გ ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 400გ სოკო
  • 300გ ფილე
  • 1 ხახვი
  • 150გ ყველი
  • 300მლ ნაღები
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.კარაქს დაუმატეთ 2 კვერცხი. მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2.მოვამზადოთ შიგთავსი. მოხარშეთ ფილე და დაჭერით კუბიკებად, სოკო – გრძლად, ხახვი – კუბიკებად. ზეთში შეწვით ხახვი და სოკო.

3.სოუსის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხი და მარილი. დაუმატეთ ნაღები და გააგრძელეთ თქვეფა. გახეხეთ ყველი.

4.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. მოათავსეთ ფილე და სოკო. მოასხით სოუსი. გამოაცხეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!