კულინარიული ხრიკები, რომლებიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას

519

ბებიაჩემს შეეძლო უბრალო ინგრედიენტებისგან შეექმნა ისეთი კერძი, რომელიც ყველას აოცებდა. დღემდე მახსოვს ეს არომატი და ეს გემო. რადგანაც მეც დაინტერესებული ვიყავი კულინარიით ბებიამ ბევრი რამ მასწავლა. წლების შემდეგ მე მისი მზადების მეთოდები გავაუმჯობესე, განვავრცე და გავათანამედროვე.

კულინარიული ხრიკები გვეხმარება გაჯერებული, ნათელი და დაუვიწყარი კერძების მომზადებაში. ამ სტატიაში მოცემული მეთოდები აუცილებლად დაიმახსოვრეთ.

ხოცის დაბეგვისას აუცილებელია ის შევფუთოთ. ამ მეთოდის დახმარებით ხორცი არ დაკარგავს წვენს, სინაზეს და თქვენ კი შეინარჩუნებთ სისუფთავეს სამზარეულოში. ასე დამუშავებული ხორცი მეტად სწრაფად მზადდება, რაც მტავარია თანაბრად იწვის.

გამოცდილი მზარეულები გვირჩევენ, რომ ხორცი დამუშავებისთანავე არ მოვამზადოთ. მარილმოყრილი ხორცი კიდევ რამოდენიმე ხნის განმავლობაში გამოყოფს წვენს. ეს სიტხე უნდა მოვაშოროთ ხელსახოცით.

კარტოფილის მოხარშვა თავდახურულ მდგომარეობაში ჯობია. ეს დაგვეხმარება ბოსტნეული სწრაფად მომზადებაში. ამ მეთოდით მომზადებული კარტოფილი არ დაიფხვნება და არ დაკარგავს ფორმას.

ხორცის გალღვაობა ღია სივრცეში – გასული საუკუნეა. ეს არა მხოლოდ ნელი, არამედ არაპრაქტიკული მეთოდია. უმჯობესია გამოვიყენოთ მაცივარი. ასე ის მეტად შეინარჩუნებს სიახლეს. ასევე შეგიძლიათ გაალღვით ცივ წყალში (ყოველ 30 წუთში უნდა გამოცვალოთ წყალი).

ხილის და ბოსტნეულის მხოლოდ გამდინარე წყლით რეცხვა არ არის საკმარისი. აუცილებელია მექანიკურად გაირეცხოს და გაიწმინდოს.

თქვენ იცოდით, რომ ზოგიერთი პროდუქტი გამოყენებამდე უნდა დაასველოთ? მაგალითად, გარგრის ჩირი და ნიგოზი. ასე გარგარი მეტად წვნიანი იქნება, რაც დესერტებში გამოყენებისას ძალიან მნიშვნელოვანია.

ხორცის დამარინადების დროც შეიცვალა. 30 წუთი სრულებით საკმარისია, მტი დროის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ არა რბილ ხორცს, არამედ რეზინის მსგავს მასას.

პური – ეს ყველაფრის დასაბამია. კატლეტები არ უნდა დაგვავიწყდეს ამ პროდუქტის ხსენებისას. პური კატლეტებს არ აძლევს დაშლის საშუალებას, ასევე უნარჩუნებს წვნიან სტრუქტურას. პური აუცილებლად უნდა იყოს ძველი, უნდა დაასველოთ რძეში ან წყალში.

ნიორს მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღბა. მის მომზადებას სულ რაღაც 10 წამი სჭირდება.

სხვადასხვა კერძებისთვის ცომის ერთი მეთოდით მომზადებას არ გირჩევთ. აქ არ არის საუბარი ინგრედიენტებზე, არამედ მე მომზადების ანუ მოზელვის მეთოდს ვგულისხმობ.

იმედი მაქვს გამოგადგებათ ეს რჩვები.

მადლობა ყურადღებისთვის.