ხაჭო ატმით საზაფხულო პეროგის ან მობრაწულის შესანიშნავი კომბინაციაა. Gastronomia.ge–ს რედაქცია ხაჭოს დესერტის რეცეპტს გიზიარებთ. ახლა ტკბილი და წვნიანი ატმის სეზონი დაიწყო და შეგიძლიათ ნაზი ტკბილეულის მომზადება დაიწყოთ! ტკბილეული ნამდვილად მთელ ოჯახს მოეწონება.
ცომის ინგრედიენტები:
- 150 გ ფქვილი
- 3 კვერცხი
- 150 გ არაჟანი
- 150 გ შაქარი
- 50 გ კაკაო
- 1 ჩ/კ სოდა
ხაჭოს მასის ინგრედიენტები:
- 1,3 კგ ხაჭო
- 30 გ მანანის ბურღული
- 10 გ ვანილი
- 150 გ შაქარი
- 200 მლ რძე
- 30 გ სიმინდის სახამებელი
- 3 კვერცხი
- 800 გ ატამი
კრემის ინგრედიენტები:
- 500 მლ სიროფი + წყალი
- 50 გ სიმინდის სახამებელი
- 300 გ კარაქი
- 100 გ შაქარი
მომზადების წესი:
1. გირჩევთ, რომ სახლის ხაჭო გამოიყენოთ. მაღაზიაში ნაყიდი ხაჭოც შესაფერისია, მაგრამ სჯობს უფრო ცხიმიანი აირჩიოთ. ხაჭოს კვერცხი, ვანილი, შაქარი, სიმინდის სახამებელი და მანანის ბურღული დაუმატეთ. რძე დაასხით. კოვზით აურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
2. ცომის მოსამზადებლად კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ.
3. კვერცხი–შაქრის ნარევს არაჟანი დაუმატეთ და მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ. შემდეგ გაცრილი ფქვილი, კაკაო და სოდა დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ.
4. როგორც ახალი, ასევე დაკონსერვებული ატამი გამოგადგებათ. თუ დაკონსერვებულ ატამს იყენებთ, ჯერ წვენი გადაასხით (კრემისთვის გამოგადგებათ). ხილი ფირფიტებად დაჭერით.
5. საცხობ ფორმას (22×32 სმ) პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ცომი დაასხით, მთელ ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ. კოვზობით ხაჭოს მასა დაუმატეთ. ამასთან ¼ ხაჭოს მასა გვერდზე გადადეთ. ხაჭოს ფენებს შორის ატამი დააწყვეთ. ახლა ატამს დარჩენილი ხაჭოს მასა დაუმატეთ.
6. პეროგი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით მომზადებამდე აცხვეთ. პეროგი ღუმელში გასაგრილებლად დატოვეთ.
7. კრემისთვის სიროფი, რომელიც ატმის კონსერვისგან დარჩა, და წყალი გამოიყენეთ. დაახლოებით 500 მლ გამოვა. თუ ახალ ატამს იყენებთ, რამდენიმე ცალით კომპოტი მოხარშეთ, შემდეგ კომპოტი სიროფად შეგიძლიათ გამოიყენოთ. სახამებელი და შაქარი აურიეთ. სიმინდის სახამებლის გამოყენებას გირჩევთ, რადგან გოროხებს ნაკლებად ქმნის. ღრმა ტაფაში ჩაასხით და სუსტ ცეცხლზე დადგით, მუდმივად აურიეთ. მასის გასქელებამდე ხარშეთ. შემდეგ მასა ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
8. რბილი კარაქი ბლენდერით ათქვიფეთ. პერიოდულად ცივი მოხარშული კრემი დაუმატეთ. ნაზი და არომატული კრემი გამოვა.
9. ხაჭოს მასა ორ ნაწილად გაყავით. პირველ ნაწილს კრემი წაუსვით, შემდეგ კრემზე ხაჭოს მეორე მასა დაადეთ. პეროგის გვერდებს კრემი წაუსვით. ტკბილეული 6 საათით მაცივარში გასაჟღენთად გააჩერეთ.
10. მზა პეროგს შეგიძლიათ გამდნარი შოკოლადი მოასხათ და ატმით ან გარგარით გააფორმოთ. ესეც ასე, საზაფხულო პეროგი ატმით მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ხაჭო ატმით შოკოლადის ცომთან კომბინაციაში გემოს და არომატის განუმეორებელ ბალანს ქმნის. პეროგი ულუფებად მარტივად იჭრება და ძალიან ლამაზად გამოიყურება! ხაჭოს ტკბილეული იმდენად დახვეწილი გამოდის, რომ ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. შეუდარებელი რეცეპტია!