მარწყვის უნაზესი მუსი

კენკრის სეზონი მალე დაიწყება,ამიტომ აუცილებელია თქვენი ორგანიზმი მათში არსებული ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდროთ! მათი ჭამა რომ არ მოგბეზრდეთ, თქვენი ჯანმრთელი მენიუს გასამდიდრებლად ძალიან ნაზი და გემრიელი მარწყვის დესერეტის რეცეპტი მოგიმზადეთ. ამ მუსით პირის ჩატკბარუნებისგან თავს ვერავინ შიეკავებს!

მარწყვის მუსი

ინგრედიენტები 5 პორციისთვის:

  • 450 გრამი მარწყვი
  • 300 მილიგრამი ცხიმიანი ნაღები
  • 15 გრამი ჟელატინი
  • 75 გრამი შაქარი
  • კენკრა ან პიტნა – მოსართავად

მომზადების წესი:

1. ჟელატინი დაასველეთ 5 სუფრის კოვზ ცივ წყალში.
2. მარწყვი ბლენდერში ათქვიეთ სანამ პიურეს მსგავს მასას არ მიიღებთ. მომზადებული მარწყვის პიურედან 4 სუფრის კოვზი – ცალკე ჭურჭელში გადაინახეთ!


3. გაფუებული ჟელატინი ნელ ცეცხლზე დადგით და ისე გაალღვეთ, რომ ადუღებამდე არ მივიდეს! შემდეგ გააცივეთ ის და ნელ-ნელა მარწყვის პიურე დაუმატეთ.


4. ნაღები კარგად ათქვიფეთ, სანამ არ აფუვდება და მყარ ქაფად არ გადაიქცევა. ახლა კი ნელ-ნელა დაუმატეთ ჟელატინიანი პიურე. ჩაამატეთ ფრთხილად, ისე რომ ჩვენი აქაფებული ნაღები არ დაჯდეს.


5. ახლა კი მზა მასა სანაყინეებში ან სხვა დესერტის ჭურჭელში გადაანაწილეთ, ზემოდან წინასწარ გადანახული მარწყვის პიურე დააწვეთეთ და ლამაზი ზოლები გაუკეთეთ.


6. დესერტი მაცივარში შეინახეთ და კარგად გააცივეთ.

ეს მადის აღმძვრელი მუსი მთელი ოჯახისთვის მოამზადეთ რადგან ის არა მარტო გემრიელი, არამედ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც გახლავთ! მისი მომზადება საზეიმო სუფრისთვისაც შეგიძლიათ რადგან საკმაოდ “ეფექტურად” გამოიყურება!