გოგრა ხაჭოთი: საშემოდგომო კექსის მარტივი რეცეპტი

290

გოგრის ნამცხვარი ხაჭოთი შემოდგომას ყველაზე მეტად შეეფერება. თეთრი იოგურტის ბაზა, თაფლი, სიმინდის და ბრინჯის ფქვილი – ამ კომბინაციით ძალიან გემრიელი კექსი გამოვა, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.

საუზმეზე ან წასახემსებლად შეგიძლიათ მიირთვათ. კრემი მოამზადეთ და ნამდვილად სადღესასწაულო გამოვა.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ გოგრის კექსის მომზადების რეცეპტს. ამ შემოდგომას აუცილებლად გამოაცხვეთ. არასდროს მოგბეზრდებათ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ გოგრის პიურე
  • 2 კვერცხი
  • 5-6 ს/კ ფქვილი
  • 200-250 გ ხაჭო
  • 5 ს/კ შაქარი (ალტერნატივა: თაფლი)
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 5 ს/კ თეთრი იოგურტი
  • დარიჩინი, ნიგოზი სურვილისამებრ
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, ხაჭო და იოგურტი (კეფირი ან არაჟანი) ათქვიფეთ. შაქარი ან თაფლი დაუმატეთ. თაფლის რაოდენობა გემოვნებით განსაზღვრეთ. კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

2. ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი დაუმატეთ და აურიეთ. ხორბლის ფქვილის ნაცვლად ბრინჯი–სიმინდის ფქვილი 50×50-ზე პროპორციით აურიეთ.

3. გამომცხვარი გოგრა პიურეს მისაღებად დააბლენდერეთ.

4. გოგრის პიურე ცომს დაუმატეთ. ცოტა დარიჩინი და ნიგოზი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

5. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით, ცომი ჩაასხით და გაასწორეთ. 180 გრადუსზე 40-45 წუთით აცხვეთ. ხის ჩხირით შეამოწმეთ, მზადაა თუ არა.

6. მზა კექსს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ ან ზემოდან კრემი წაუსვით. კრემისთვის ყველი მასკარპონე და შაქრის ფხვნილი აურიეთ. დესერტი მზადაა.

ფერადი დესერტი შემოდგომის პირქუშ დღეებს გაგილამაზებთ და გაგახალისებთ. საოცარი არომატი მთელ სახლში გავრცელდება და დაგიპყრობთ.