ტკბილეულობის ერთად მომზადება მთელს ოჯახს ძალიან ახალისებს და აახლოვებს, მისი მომზადებისას დაგავიწყდებათ ყველაფერი და ორიენტირებული იქნებით მხოლოდ მასზე. საახალწლო მაგიდაზე და არა მხოლოდ საახალწლო მაგიდაზე, ძალიან მოთხოვნადია ჰაეროვანი მანდარინის და დარიჩინის ზეფირი: ეს არის ციტრუსის ტკბილი ნოტების გაერთიანება სეზონის მთავარ სანელებელთან, რომელთა წყვილიც გვაძლევს დაუვიწყარ გემოს.
დიდი ყურადღება მიაქციეთ დარიჩინის რაოდენობას, რადგან მაღაზიებში სამწუხაროდ ნამდვილი დარიჩინის ნაცვლად კასია იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება ძალიან გააფუჭებს გემოს. ნამდვილი დარიჩინი შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 სუფრის კოვზის სავსე, რადგან ის აუმჯობესებს დესერტის გემოს. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ საოცარი ზეფირის რეცეპტს.
ინგრედიენტები
- ვაშლი 100გ
- შაქრის ფხვნილი 300გ
- წყალი 60მლ
- მანდარინის წვენი 60მლ
- მანდარინის ქერქი 1 ჩაის კოვზი
- კვერცხის ცილა
- აგარ-აგარი 6გ
- დარიჩინი გემოვნაბით
მომზადება
1.მოამზადეთ ვაშლის პიურე: ვაშლი გახეხეთ ან დააბლენდერეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ მანდარინი. შემდეგ პიურეს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი (100გ) და გაახურეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2.ცალკე ჯამში მანდარინის წვენს დაუმატეთ 200გ შაქრის ფხვნილი და აგარ-აგარი. სიროფი მოხარშეთ ადუღების შემდეგ კიდევ 5 წუთი. მზა სიროფი გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ მის გაგრილებას.
3.ტკბილი ვაშლის პიურეს დაუმატეთ ცილა და დარიჩინი. ათქვიფეთ მიქსერით მის შესქელებამდე. შემდეგ ჩაასხით აგარ-აგარის სიროფი და მაღალი სიმძლავრით ათქვიფეთ. დაუმატეთ ქერქი და ნიჩბით მიეცით ერთგვაროვანი სახე.
4.მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში (ან უბრალოდ პარკში). ჩამოასხით ზეფირები და დააცადეთ მათ გაქვავება 10-14 საათი, რის შემდეგაც ნახევრები შეაერთეთ. ბოლოს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და მიირთვით ჩაისთან ერთად.
ერთადერთი სირთულე, რაც მომზადებისას შეგხვდებათ – მანდარინის ქერქის გახეხვა: ის ძალიან რბილია, მის გახეხვას ცოტა დრო უნდა, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამ დახარჯულ დროდ. ამ რეცეპტის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ მომზადოთ ზეფირი ლიმონით და პიტნით, ფორთოხლით და ჯანჯაფილით. აგარ-აგარზე მომზადებული ზეფირი ოთახის ტემპერატურაზეც კი ქვავდება, ამიტომაც მისი ჟელატინით ჩანაცვლება ნამდვილად ცუდი იდეაა.