გემრიელი ბლინები ხორცის შიგთავსით

1075

ასეთი ბლინები სადღესასწაულო მაგიდასაც ძალიან მოუხდება.

გემრიელი და ნოყიერი შიგთავსი.

ინგრედიენტები

ბლინებისთვის:

  • ხორბლის ფქვილი 4 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 4 ცალი
  • მაიონეზი 4 სუფრის კოვზი
  • მარილი მწიკვი

შიგთავსისთვის:

  • ქათმის ფილე მოხარშული 1 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • მაიონეზი 4-5 სუფრის კოვზი
  • მწვანილი
  • ნიგოზი 50გ

მომზადება

  1. პირველ რიგში მოვამზადოთ ბლინები.
  2. ჯამში ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ მწიკვი მარილი.
  3. მოურიეთ, დაუმატეთ მაიონეზი და ფქვილი.
  4. კარგად ათქვიფეთ.
  5. გააცხელეთ ტაფა და წაუსვით მცენარეული ზეთი.
  6. დაასხით ცომი და შეწვით ორივე მხრიდან.
  7. ამ რაოდენობა ცომისგან გამოგივათ 4 ბლინი.
  8. დააქუცმაცეთ ნიგოზი, მაიონეზს დაუმატეთ ნიორი.
  9. ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  10. ბლინებს წაუსვით მაიონეზის მასა, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
  11. მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.
  12. თანაბრად გადაანაწილეთ ქათმის ხორცი.
  13. ბლინები დააახვიეთ რულეტისებურად.

გემრიელად მიირთვით!