უგემრიელესი პიშკები კეფირზე

2011

ყაბარდული პიშკები – კავკასიური სამზარეულოს გამორჩეული კერძია, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ზეთში შემწვარი პისკების მირთმევა შეგიძლიათ პურის ნაცვლად, ის ასევე ძალიან უხდება ჩაის და მჟავე რძეს. თქვენ შეგიძლიათ ცხელი პიშკები გაჭრათ და მის შიგნით მოათავსოთ ყველი ან კარაქი, ასე ეს კერძი გახდება კიდევ უფრო გემრიელი.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ პიშკების კეფირზე მომაზადების საოცარ რეცეპტს. ეს არის უბრალო მაგალითი იმისა, რომ მარტივი და უბრალო ინგრედიენტებისგან თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საოცარი კერძი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა ქვეყნის კულტურის უკეთ შეცნობაში. ამის მომზადება ნამდვილად ღირს.

პიშკები კეფირზე

ინგრედიენტები

  • 500მლ კეფირი
  • 250მლ რძე
  • 200მლ წყალი
  • 1 ქათმის კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 2 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი
  • 500მლ მცენარეული ზეთი
  • 2კგ ხორბლის ფქვილი

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ პროდუქტები, რათა ყველაფერი იყოს ხელის ახლოს.

2.მშრალი საფუარი ცაყარეთ ჭიქაში, დაუმატეთ შაქარი დაგახსენით თბილ წყალში.

3.ცალკე ჯამში (ჩვენ გამოვიყენთ ლიტრიანი ქილა) ჩაასხით კეფირი, ჩატეხეთ კვერცხი და ათქვიფეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და წყალში გახსნილი საფუარი. ისევ კარგად მოურიეთ. ჩაასხით 1ლ თბილი წყალი.

4.ფქვილი ჩაყარეთ ღრმა ჯამში. ფქვილის მასის ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება ქილაშ არსებული მასისათვის.

5.მოზილეთ ცომი, გამოიყენეთ იმდენი ფქვილი, რომ ის გამოგივიდეთ ფაფუკი. შემდეგ შეფუთეთ ქსოვილით და მოათავსეთ თბილ ადგილას. პიშკები გამოგივათ ძალიან ფაფუკი თუ ცომს საღამოს შეინახავთ მაცივარში და დილით გამოაცხობთ ამ საოცარ დესერტს.

6.ცომი გაყავით ტოლ ნაწილებად (ჩვენ გამოგვიიდა 16 ნაჭერი). ცომისაგან შექმენით ბურთულები.

7.შემდეგ კი ცომის თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ 0,5სმ სისქეზე. გაჭერით 4 ტოლ ნაწილად. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფორმა მისცეთ ცომს.

8.ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. ცხელ ზეთში მოათავსეთ ცომი და მოამზადეთ მაღალ ცეცხლზე. როდესაც ცომის ერთი მხარე ამოფუვდება გადმოაბრუნეთ და დაელოდეთ მეორე მხარის ამოფუებას.

9.ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად გაომცხვარი პიშკები მოათავსეთ ქარალდის ხელსახოცზე. დაელოდეთ გაგრილებას და დააგემოვნეთ. გემრიელად მიირთვით!

თვითონ ყაბარდოელებიც გიჟდებიან პიშკებზე ჩაისთან. სურვილისამებრ შეგიძლიათ ცომს დაუმატოთ ნაკლები მარილი და მეტი შაქარი, ასე ცომი გამოვა უფრო ტკბილი. ამ კერძს ძალიან დიდი სიამოვნებით შეექცევიან ბავშვებიც.