მანანის ნამცხვარი გოგრით კეფირზე

659

მე ძალიან მიყვარს გოგრა. შემოდგომაზე ყოველთვის ვყინავ და ვინახავ. დღეს ჩვენ ამ საოცარი ინგრედიენტისგან მოვამზადებთ არა ნაკლებ საოცარ დესერტს.

ნიგოზი დესერტებში ნამდვილად შეუცვლელია. თვქნ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნუშით, თხილით ან არაქისით.

ინგრედიენტები

  • გოგრა 300გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი 0,25 ჩაის კოვზი
  • კეფირი 225გ
  • მზესუმზირის ზეთი 150გ
  • მანანის ბურღული 280გ
  • გამაფხვიერებელი 14გ
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი
  • ფორთოხლის ქერქი 1 ჩაის კოვზი
  • ნიგოზი 1 ჩაის კოვზი
  • წყალი 200მლ
  • ლერწმის შაქარი 150გ
  • ფორთოხლის წვენი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ გოგრა და გახეხეთ.
  2. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად. ჩაასხით კეფირი და გააგრძელეთ თქეფა. დაუმატეთ ზეთი, ვანილის ექსტრაქტი, ფორთოხლის ქერქი და დარიჩინი.
  3. მასას დაუმატეთ მანანის ბურღული. ფრთხილად ათქვიფეთ. დაუმატეთ გოგრა და მოხალული ნიგოზი.
  4. გამოსაცფობი ფორმა დაამუშავეთ ცხიმით. ჩაასხით ცომი ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.
  5. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი და წვენი. აადუღეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  6. გაჭერით ნამცხვარი და მოასხით სიროფი.

გემრიელად მიირთვით!