სალათი “მზესუმზირა” – სადღესასწაულო სუფრის მშვენება

902

დღეს ჩვენ ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • შპროტი 1 ქილა
  • ხახვი 1 ცალი
  • მდარი ყველი 1 ცალი
  • მოხარშული კვერცხი 4 ცალი
  • დაკონსერვებული სიმინდი 0,5 ქილა
  • ჩიფსი 1 შეკვრა
  • მაიონეზი

მომზადება

  1. აუცილებელია სალათი ფენებად მოვათავსოთ.
  2. პირველი ფენა კვერცხის გახეხილი გული.
  3. წაუსვით მაიონეზი.
  4. ხახვი დაჭერით მრგვლად, მოასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და დაელოდეთ 20 წუთი.
  5. მოათავსეთ ხახვი მეორე ფენად.
  6. მესამე ფენა 2/3 ქილა შპროტი და ზემოდან მაიონეზი.
  7. მეოთხე ფენა, მდნარი ყველი, წაუსვით მაიონეზი.
  8. მეხუთე ფენა გახეხილი კვერცხის გული.
  9. დარჩენილი შპროტი დაჭერით და კვერცხის გუზე მოათავსეთ.
  10. სალათის გვერდები გააფორმეთ სიმინდით, ხოლო ჩიფსებით გააკეთეთ ფოთლების იმიტაცია.

გემრიელად მიირთვით!