მაკდონალდსის ყოფილმა თანამშრომელმა კარტოფილი ფრის საიდუმლო რეცეპტი გამიმხილა

1060

კარტოფილი ფრი ჩემი მეუღლის საყვარელი კერძია მაკდონალდსში. სწრაფი კვების პროდუქტებით თავს იშვიათად ვანებივრებთ, მაგრამ ზოგჯერ დასაშვებია. როგორ გამოდის მაკდონალდსის კარტოფილი ფრი ასეთი გემრიელი? როცა პატარა ვიყავი, მამასთან ერთად სახლში მის მომზადებას ვცდილობდი. სამწუხაროდ, მაშინ გემომ იმედი გამიცრუა. ახლა, როცა მომზადების სხვადასხვა მეთოდი გამოვცადე, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, როგორ მოამზადოთ კარტოფილი ფრი სახლში. თითქმის ისეთი გემო აქვს, როგორც მაკდონალდსის ფრის.

როგორ გავაკეთოთ კარტოფილი ფრი

როცა კარტოფილ ფრის უკვეთავთ და მომზადების პროცესს უყურებთ, კარტოფილი ახალი ჩანს. სინამდვილეში ასე არაა. ყველა სწრაფი კვების ობიექტში ნახევრად მზა პროდუქტი გამოიყენება და კარტოფილი გამონაკლისი არაა. სინამდვილეში, მაკდონალდსის ნახევრად მზა პროდუქტების ქარხანაში მომზადების გრძელ გზას გადის.

გარკვეული სახეობის კარტოფილს ზომის მიხედვით ახარისხებენ და მექანიკურად ასუფთავებენ. შემდეგ სპეციალური გისოსით ჭრიან და ზოლებს ზომის მიხედვით ახარისხებენ. კარტოფილი ოქროსფერი რომ გახდეს, ნატურალური დამატკბობლით ამუშავებენ, რომელიც შეწვისას კარტოფილს მოწითალო ქერქს აძლევს.

გარდა ამისა, კარტოფილს ნატრიუმის პიროფოსფატით ამუშავებენ, რომ გადაზიდვის და შენახვისას არ გაშავდეს. ეს ყველაფერი არაა: კარტოფილს რამდენიმე წუთით ფრიტიურში წვავენ და შემდეგ ყინავენ. კარტოფილს დიდ პაკეტებში ფუთავენ და ქარხნიდან სწრაფი კვების რესტორნების ქსელში გზავნიან. ასეთი ნახევრად მზა პროდუქტი 12 თვე საყინულეში ინახება. მთელი პროცესში სახლში მარტივად შეგიძლიათ გაიმეოროთ და სურვილის შემთხვევაში საყინულეში შეინახოთ. მეგობარმა, რომელიც მაკდონალდსში 5 წელი მუშაობდა, ორიგინალური რეცეპტი გამიზიარა.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 1 ლ მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გათალეთ და თითოეულ კარტოფილს ბოლოები ისე მოაჭერით, რომ სწორი მართკუთხა ფორმა მიიღოთ. ახლა ზოლებად დაჭერით. კარტოფილი ფრი სწრაფად რომ გააკეთოთ, სახლში კარტოფილი ფრის წარმოების პატარა ქარხანა მოაწყვეთ. სანამ ერთი კარტოფილს თლის, მეორემ ბოსტნეული ზოლებად დაჭრას.

2. ღრმა თასში ან ქვაბში ცივი წყალი ჩაასხით და მზა კარტოფილის ზოლები ჩაყარეთ. კარტოფილი წყალში რამდენჯერმე გარეცხეთ, სჯობს 20 წუთით გააჩეროთ, რომ სახამებელი მოშორდეს. რაც უფრო კარგად გარეცხავთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.

3. 1 ლ წყალში 2 ჩ/კ შაქარი გახსენით და კარტოფილის ზოლები დაუმატეთ.

4. მცენარეული ზეთი გააცხელეთ და კარტოფილი დაუმატეთ. ახლა თუ გასაყინად ამზადებთ, 2–3 წუთში ნახევრად შემწვარი კარტოფილი ქაღალდზე გადაიტანეთ. გააგრილეთ და საყინულეში შეინახეთ. როცა კარტოფილი ფრი მოგინდებათ, ფრიტიურში 3 წუთით შეწვით. ეს საკმარისია.

5. თუ კარტოფილი ფრის მაშინვე ჭამა გსურთ, კარტოფილი უფრო დიდხანს, ზუსტად 5-7 წუთით ოქროსფერი ქერქის მიღებამდე შეწვით. ახლა კარტოფილი ქაღალდზე გადაიტანეთ და მარილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.

რედაქციის რჩევა – 100 გ კარტოფილი ფრი 340 კალორიას შეიცავს. ზეთში გაჟღენთილი კარტოფილი ჯანსაღი საკვები არაა. 100 გ უმი კარტოფილი მხოლოდ 77 კალორიას შეიცავს. გამოდის, რომ თუ კარტოფილს სწორად მოამზადებთ, მისი ჭამა ჯანმრთელობის და ფორმების დაზიანების გარეშე შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, რომ კარტოფილ ფრი ღუმელში გამოაცხოთ.

კარტოფილი ხრაშუნა და მოწითალო გამოდის. ამავდროულად, 100 გ მზა პროდუქტი მხოლოდ 100 კალორიას შეიცავს, ანუ 3-ჯერ მეტი კარტოფილი შეგიძლიათ მიირთვათ. კარტოფილის ზოლები მოამზადეთ და წყალში კარგად გარეცხეთ. ღრმა თასში გადაიტანეთ და 30 მლ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ და 220 გრადუსზე 30-45 წუთით აცხვეთ.