ორცხობილისგან მომზადებული უგემრიელესი და უნაზესი ტორტი

483

შოკოლადის ორცხობილით ასეთი დესერტის მოზმადება თუ შეიძლებოდა ვერც წარმოვიდგენდი. მარტივია და ძალიან ხელმისაწვდომი!

ტორტი – ქოხი კივით

ხაჭოს დესერტი ორცხობილით ცხობის გარეშე ძალიან სწრაფად მზადდება. ცნობილ დესერტებს ტამამად დგაუწევს კონკურენციას ჩვენი ხელით მომზადებული ქოხი.

ინგრედიენტები

  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 150მლ რძე
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 120გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 200გ ხაჭოს ყველი
  • 1 კივი
  • 15 ცალი შოკოლადის ორცხობილა
  • გახეხილი ქოქოსი

მომზადება

  1. ყველას დაუმატეთ არაჟანი, შაქარი და 60გ კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. სამუშაო ზედაპირზე დააფინეთ ფოლგა. ამოავლეთ ორცხობილა რძეში და გადაანაწილეთ ფოლგაზე. მიეცით ოთხკუთხედის ფორმა.
  3. წაუსვით შიგთავსი. დაჭერით კივი და მოათავსეთ ცენტრში.
  4. აკეცეთ გვერდები, რათა დესერტმა სამკუთხედის ფორმა მიიღოს და მეტად დაემსგავსოს ქოხს.
  5. ქვაბში მოათავსეთ შაქარი, კაკაო, ჩაასხით 5 სუფრის კოვზი რძე. დაუმატეთ დარჩენილი კარაქი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.
  6. დესერტს მოასხით ცხელი მინანქარი და მოაყარეთ ქოქოსი. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

ორეოსგან მომზადებული ტორტი

ინგრედიენტები

  • 180გ ფქვილი
  • 150გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 150მლ რძე
  • 80მლ მზესუმზირის ზეთი
  • 160მლ ცხელი წყალი
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 60გ კაკაო
  • 500გ მასკარპონე
  • 130გ კარაქი
  • 100გ შაქარი
  • 8-16 ორცხობილა ორეო

მომზადებას

  1. 8 ცალ ორცხობილას მოაშორეთ კრემი და დააბლენდერეთ.
  2. ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი, კაკაო, შაქარი და გამაფხვიერებელი. ჩაასხით ზეთი, რძე, კვერცხი. ათქვიფეთ.
  3. მოასხით ცხელი წყალი. მოაყარეთ დაქუცმაცებული პრცხობილა და მოურიეთ სილიკონის ნიჩბით.
  4. ფორმაში ჩააფინეთ ქაღალი და დაჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
  5. ათქვიფეთ რბილი კარაქი შაქართან ერთად. დაუმატეთ ყველი და ორცხობილის კრემი. ათქვიფეთ.
  6. კორჟ გაყავით ორად. ერთ ნაწილს წაუსვით კრემი, დააფარეთ მეორე ნაწილი და მთლიანად დაფარეთ ტორტი კრემით. შეგიძლიათ გააფორმოთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!