ჩვენ მივეჩვიეთ კლასიკურ კარტოფილის ჩიფსებს. ყველის, ბოსტნეულის და ხილის ჩიფსები შეგვიძლია შევიძინოთ ნებისმიერ მაღაზიაში ან მოვამზადოთ თავად. მაგრამ გაგისინჯავთ მაკარონის ჩიფსები?
მაკარონის ჩიფსები-კარტოფილის კარგი შემცვლელია, მათი მომზადება ძალიან მარტივია და არ საჭიროებს კულინარიულ ნიჭს. ხრაშუნა ჩიფსები ძალიან უხდება ლუდს და კარგ ფილმს.
ინგრედიენტები
- მაკარონი-450გ
- ყველი-50გ
- იტალიური მცენარეები-1 ჩაის კოვზი
- ნივრის ფხვნილი-1 ჩაის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი-100მლ
- მარილი-გემოვნებით
- სურნელოვანი წიწაკა-გემოვნებით
მომზადება
1.ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ 8-10 წუთის განმავლობაში, გადაასხით წყალი.
2.აიღეთ ღრმა ტაფა და მაში ჩაასხით 1,5 სანტიმეტრზე მზესუმზირის ზეთი. გააცხელეთ და მასში მოათავსეთ მაკარონის ერთი ფენა.
3.მაკარონი ორივე მხრიდან შეწვით 2 წუთის განმავლობაში და გადმოიტანეთ ქაღალდზე.
4.ცხელ ჩიფსს მოაყარეთ გახეხილი ყველი და სანელებლები. ამავე მეთოდით მოამზადეთ დანარჩენი მაკარონიც.
ამ კერძის მოსამზადებლათ გამოიყენეთ ბრტყელი და სქელი მაკარონი. მიირთვით და ისიამოვნეთ. ამ კერძს ძალიან უხდება კეჩუპი და ნივრის სოუსი.