ჩიზქეიქი ცხობის გარეშე ყურძნით

704

მარტივი დესერტის მომზადება ყველას უყვარს, ასე არ არის? მისი მომზადებისთვის სულ თუ 15 წუთი დაგჭირდებათ? ეს ჩიზქეიქი ყურძნით უბრალოდ პირში ლღვება.

მის ინგრედიენტებს შორის არის – თეთრი ღვინო, რომელიც მას განუმეორებელ გემოს აძლევს. ამ დესერტის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ სპეციალური ორცხობილა.

ინგრედიენტები

  • ნაღების ყველი 250გ
  • შაქარი 75გ
  • რძე 30მლ
  • ჟელატინი 15გ
  • ნაღები 250მლ
  • ლიმონის წვენი 1,5 სუფრი სკოვზი
  • წყალი 70მლ
  • თეთრი მშრალი ღვინო 70მლ
  • თეთრი ყურძენი გემოვნებით

მომზადება

  1. რძეში დაალბეთ 5გ ჟელატინი. ამასობაში ნაღების ყველი გადაურიეთ 40გ შაქარს.
  2. ჟელატინი გაალღვეთ ცეცხლზე და დაუმატეთ ნაღების ყველი. ნახევარი მასა ჩაასხით ფორმაში და შეინახეთ მაცივარში 20 წუთი.
  3. წყალი დაასხით 5გ ჟელატინს და დაელოდეთ მის ამოფუებას. შემდეგ გაალღვეთ ცეცხლზე ღვისნოთან, ლიმონის წვენთამ, 30მლ წყალთან და 45გ შაქართან ერთად.
  4. ყურძენი გაჭერით შუაზე და დესერტის მეორე ფენად მოათავსეთ. მოასხით ჟელატინის მასა და მაცივარში შეინახეთ 1 საათი.
  5. მოასხით მეორე ნახევარი ყველის მასა და მაცივარში 5 საათი შეინახეთ.
  6. ფინალური შტრიხი: გადმოაბრუნეთ დესერტი, ამოიღეთ ფორმიდან და გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით.

გემრიელად მიირთვით!