ატმის გულსართიანი რულეტი – დაასრულეთ სადილი არომატული დესერტით

1242

თუ თქვენ რბილი, ტკბილი და არომატული რულეტების მოყვარული ხართ, მაშინ ეს მრავალფეროვანი რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა.

ინგრედიენტები: 

გულსართი: 

  • 500 გ ატამი, გათლილი, უკურკო და დაჭრილი
  • 200 გ შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი წმინდად გახეხილი ლიმონის ცედრა

ცომი:

  • 2 დიდი კვერცხი
  • 70 გ შაქარი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 75 გ ნამცხვრის ფქვილი
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 3 სუფრის კოვზი მუქი რომი
  • 1 დიდი ატამი, გათლილი და დაჭრილი – მოსართავად
  • შაქრის პუდრი  – მოსაყრელად

ულუფა: 8-10

მომზადება: 35 წუთი + 1 საათი გასაცივებლად

ცხობა: 15-20 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. გულსართი: ატამი, შაქარი და ლიმონის ცედრა მოათავსეთ დიდ ქვაბში, საშუალო ცეცხლზე შემოდგით და ხშირად ურიეთ, სანამ ატამი რბილი არ გახდება, დაახლოებით 15 წუთი. გადადგით გასაცივებლად.
  2. ცომი: წინასწარ გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე. 25×25 სმ ზომის რულეტის საცხობ ლანგარს კარაქი წაუსვით. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი სანამ ოდნავ გამკვრივდება და გასქელდება, დაახლოებით 20 წუთი.
  3. ბეზეს სამზარეულოს ნიჩბის საშუალებით შეურიეთ ფქვილი და ვანილი.
  4. ცომი გადაიტანეთ მომზადებულ ლანგარზე.
  5. აცხვეთ 15-20 წუთი სანამ ღია ყავისფერი არ გახდება.
  6. ჩაის ტილოზე მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი. ნამცხვარი ტილოზე გადაიტანეთ, ქაღალდი შემოაცალეთ და გვერდები ჩამოაჭერით. გადაახვიეთ და გააგრილეთ.
  7. გახსენით რულეტი, მოასხით რომი, თანაბრად წაუსვით ატმის პიურე.
  8. ისევ გადაახვიეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრი და შემოაკარით სამზარეულოს ცელოფანი. გააცივეთ 1 საათი.
  9. მოაყარეთ შაქრის პუდრი. დაჭერით და ატმის ნაჭრებით მორთეთ.