დედაჩემი დღემდე ინახავს ძველი ჟურნალებიდან ამოჭრილ რეცეპტებს. ერთხელ როცა მას ვესტურეთ, ის ლობიოს ტორტით გაგვიმასპინძლდა. გამოგიტყდებით და დედას მორთმევისას რომ არ ეთქვა, თუ რითი იყო დამზადებული ტორტი – ვერაფრით გამოვიცნობდი, რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ლობიოსგან ასეთი გემრიელი დესერტის მომზადება შეიძლებოდა! ბავშვებმა მას სახელიც კი შეურჩიეს – „დორემი“ და მას ჩვენს ოჯახში დღემდე ასე ვუწოდებთ.
ამ ტორტის რეცეპტი დედამ ერთ-ერთ ჟურნალში აღმოაჩინა, მე კი გადმოვიწერე და ეხლა თქვენც გიზიარებთ.
ინგრედიენტები:
- თეთრი ლობიო -2 ჭიქა
- შაქარი – 2 ჭიქა
- კვერცხი – 10 ცალი
- ორცხობილა (სუხარი)- 1 ჭიქა
- რომი დასანამად,
- ნიგოზი და შოკოლადი ასაფორმებლდ,
მომზადების წესი:
ლობიო წინასწარ, რამდენიმე საათით დაალბეთ და ნახევრად მოხარშეთ, გადაუქციეთ წყალი და ხორცის საკეპ მანქანაში გატარეთ.
კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან გააცალკევეთ, ცილა მაცივარში შეინახახეთ, ხოლო კვერცხის გული კი შაქარში აურიეთ, დაუმატეთ გატარებული ლობიო და კვლავ გადაურიეთ.
გამოიღეთ ცილა მაცივრიდან, თქვიფეთ ბეზეს მიღებამდე და ნელ-ნელა მანამდე მომზადებულ მასაში შეურიეთ, ბეზეს დამატების დროს მასაში – მცირე პორციებით ორცხობილაც ჩაყარეთ.
ცომი მზადაა!
მიღებული მასა ცხიმწასმულ ფორმაში დაგაიტანეთ და წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ საცხობში შედგით, გამოცხობისთვის მას დაახლოებით 40 წუთი დასჭირდება.
გამომცხვარი მასა 3 ტოლ ნაწილად გაყავით, დანამეთ ყველა ფენა და კრემი წაუსვით (კრემი აირჩიეთ თქვენი გემოვნებით), როდესაც სამივე ფენას დაკრემავთ ანუ ზემოდანაც წაუსვამთ კრემს – მორთეთ ნიგვზით და გახეხილი შოკოლადით.
უგემრიელესი დესერტი მზადაა სტუმრების გასაოცებლად!