ლაზანია ქათმით და პარმეზანით

986

ლაზანია – იტალიური კერძია, რომელმაც დიდი ხანია დაიპყრო მთელი მსოფლიო.

მას იტალიის სხვადასხვა ქალაქებში ერთმანეთისგან განსხვავებულად ამზადებენ.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 3 ცალი
  • კვერცხი 5 ცალი
  • ყველი რიკოტა 400გ
  • ლაზანისს ფირფიტა 8 ცალი
  • პარმეზანი 150გ
  • მარილი გემოვნებით
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
  • საფანელი 200გ
  • პომიდვრის სოუსი 500მლ
  • მოცარელა 300გ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.შუაზე გაჭერით ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა ორივე მხრიდან. ამოავლეთ ფქვილში, ათქვეფილ კვერცხში და საფანელში. შეწვით ტაფაზე ზეთში.

2.რიკოტას დაუმატეთ 1 კვერცხი.

3.ფორმის ძირს წაუსვით პომიდვრის სოუსი, მოათავსეთ ლაზანიის ფირფიტები, რიკოტის სოუსი, ქათმის ფილე, პარმეზანი და მოცარელა.

4.ამ მეთოდით ააწყეთ კერძი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!