ზარმაცი პილმენები არომატულ ბულიონში

746

ამ კერძის მოსამზადებლად, თქვენ დაგჭირდებათ სეზონური ფერადი ბოსტნეული. სიფერად კერძს სადღესასწაულო განწყობას უქმნის. რაც მთავარია – არანაერი წვალება ცომთან.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • წყალი 150მლ
  • მზესუმზირის ზეთი 60მლ
  • საქონლის ფარში 250გ
  • ხახვი 300გ
  • სტაფილო 200გ
  • პომიდვრის პასტა 2 ჩაის კოვზი
  • კარტოფილი 300გ
  • ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • წყალი 1,5-2 ლ
  • ოხრახუში
  • მარილი
  • წიწაკა
  • ძირა
  • კაკალი ქინძი

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ ბულიონი. ღრმა ჯამში გააცხელეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი. მოთუშეთ ხახვი და სტაფილო. 2 წუთის შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის პასტა.

2.მოურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ძირა და კაკალი ქინძი. ისევ მოურიეთ. 3 წუთის შემდეგ მოაყარეთ ტკბილი წიწაკა.

3.ბოსტნეულს მოასხით წყალი.მოურიეთ ბულიონს და მოხარშეთ თავდახურული 10 წუთი. ამასობაში მოამზადეთ ცომი. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ 0,5 ჩაის კოვზი მარილი.

4.მოურიეთ, მოასხით თბილი წყალი. მოზილეთ რბილი ცომი და მიეცით ბურთის ფორმა. დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 25 წუთი. სანამ ცომი ისვენებს, მოამზადეთ შიგთავსი.

5.ფარშს დაუმატეთ დარჩენილი ხახვი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მზა ცომი გააბრტყელეთ ოთხკუთხედად. წაუსვით 1 სუფირს კოვზი ზეთი.

6.კვადრატის კიდეში მოატავსეთ ფარში, გადაახვიეთ ცომში. რულეტი გაყავით 6-8 ნაწილად და კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.

7.პილმენები მოათავსეთ ბულიონში.მოურიეთ ფრთხილად და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. მოხარშეთ თავდახურულ მდგომარეობაში 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!